მცენარეები

დრუმინდის საპნის ხე

ოჯახი - Sapindaceae  juus- საპინდისებრნი გვარი -Sapindus L- საპინდუსი ანუ საპნის ხე სახეობა -Sapindus drumondii Hook at. Aruc-დრუმინდის საპნის ხე  სამშობლო ანტალიის კუნძულები.  ფოთოლმცვენი 13-14 მ სიმაღლის და 20 სმ დიამეტრის  ხეა. საპნის ხე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  იზრდება II სექტორის N 12 თარგში, რომელიც ინტროდუცირებულია 1945-1948წწ. 2-3 წლიანი ნერგების სახით.  მიეკუთვნება ტექნიკურ მცენარეებს. ყვავილები მტევნისებურ ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავის მაისში. ფოთლები კენტფრთართულია, მორიგეობით განლაგებული. მისი მწიფე ნაყოფი დაფარულია დაჭმუჭნული ყვითელი-მოყავისფრო ტყავით, რომელიც 40%-მდე საპონინს შეიცავს. საპონინი ტყავის ექსტრატის სახითა. მის სამშობლოში, ისევე როგორც ჩინეთში იაპონიასა და ინდოეთში საპნის მაგიერ იხმარება. ნაყოფი სიმსხოთი 1 სმ-ს არ აღემატება. თესლი შავი ფერისაა. საპონინს გარდა თესლისა შეიცავს  ქერქი და ფესვები. მისი თესლის გამოხდით ღებულობენ ზეთს, რაც  შესაძლებელია მოხმარებულ იქნეს მწვანე საპნის მაგიერ. ასევე  სხვადასხვა ხსნარების დასამზადებლად ბაღის მავნებლებთან საბრძოლველად.
სრულად ნახვა...

ცრუ ქაფურის ხე

ოჯახი - lauraceae Lindl დაფნისებრნი გვარი - Cinnamomum  blume  ცინამომუმი სახეობა - cinnmomum glandiliferum (wall) meissen  ცრუ ქაფურის ხე   სამშობლო: ინდოეთი,  ჩინეთი.  გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში. სამხრეთ საფრანგეთში. ალჟირში.  იზრდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის II  სექტორის N6 თარგში. დიდი ხეა, რომლის სიმაღლეა 26 მეტრი, დიამეტრი 30 სმ. ვარჯის პროექცია6X8მ. მარადმწვანე ხეა. ფოთლები ტყავისებრი მოპირდაპირედ განლაგებული. მარტივი კვერცხისებრი ფორმის ბადისებრი დაძარღვით. ფოთლის ზედაპირი მუქი მწვანეა, ქვედა მხარე ოდნავ მონაცისფრო, კიდემთლიანი.ყვავილი პატარა ფორმისაა. ორსქესიანი, მოყვითალო ფერის. ყვავის მაისში. ყვავილები შეკრებილია მოკლე ფარისებრ საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კენკრაა. მოყვითალო ფერის. დამწიფებისას ხდება მუქი ლურჯი ფერის. მისი გარსი რბილია და არომატული, ქაფურის სუნით. კურკა მაგარი მრგვალი ერთთესლიანი. იძლევა თვითნათესს. სწრაფმზარდია. შეგუებულია ადგილობრივ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. მერქანი ლამაზია, სასიამოვნო სუნით, ხმარობენ ავეჯის წარმოებაში. გამოყენებულია ქაფურისა და ცელულოზის მისაღებად. ქაფური ფართო გამოყენებას პოულობს მედიცინაში.   დეკორატიული მცენარეა. დასავლეთ საქართველოში გამოყენებულია მწვანე მშენებლობაში, ხეივნების შესაქმნელად.
სრულად ნახვა...

სურნელოვანი ოსმანთუსი

ოჯახი -Oleaceae lindl–ზეთისხილისებრნი გვარი -Osmanthus.-ოსმანთუსი სახეობა -Osmanthus fragrans lous-სურნელოვანი ოსმანთუსი სამშობლო ჩინეთი, იაპონია. მარადმწვანე ხეა  3-4მ სიმაღლისა,და 12სმ.დიამეტრის. I სექტორის N41   თარგში ზრდება პატარა ზომის ლამაზ ხედ. ფოთლები სქელი, ტყავისებრ ელიფსისებრია წაგრძელებული, წაწვეტიანებული, ფუძისკენ შევიწროებული, ღია მწვანე ფერის. ყვავის სექტემბერ- ოქტომბერში მოყვითალო ფერის მეტად სურნელოვანი ყვავილებით. არ ნაყოფმსხმოიარობს. ნელმზარდი მცენარეა. მრავლდება თესლით, კალმებით და ფესვის ამონაყრებით.
სრულად ნახვა...

აღმოსავლეთის ჭადარი

ოჯახი Platanaceae L. lindl -ჭადრისებრნი გვარი  Platanus L.-ჭადარი სახეობა Platanus orientalis l. - აღმოსავლეთის ჭადარი სამშობლო მცირე აზიის სამხრეთ მხარე და დასავლეთ ნაწილი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N4 თარგში. როგორც გადმოცემა გვაუწყებს დავით დადიანის დროსაც ხეივნებად ყოფილან დარგული, რაც დღემდე შენარჩუნებულია. ხეივნის სიგრძე არის 1182 მეტრი. მათ შორისყველაზე დიდი მცენარის სიმაღლეა 30 მ. დიამეტრი147სმ. ვარჯის პროექცია 15X10მ. ფოთოლმცვენი მცენარეა. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. რთული თათისებრი ფორმის ყვავილები პატარა ზომის ერთსქესიანია. ნაყოფი მრავალთესლიანი, რომელიც მცენარეზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულზე ცვივა. იზრდება სწრაფად. შეგუებულია ადგილობრივ-კლიმატურ ნიადაგობრივ პირობებს. იძლევა თვითნათესს. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. კარგი დეკორაციული მცენარეა. რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზე და ბაღ-პარკების მსენებლობაში.
სრულად ნახვა...

წაბლი ჩვეულებრივი

ოჯახი Fagaceae -წიფლისებრნი გვარი Castanea mill- წაბლი სახეობა Castanea sativa mill  - წაბლი ჩვეულებრივი ბუნებრივ პირობებში იზრდება სამხრეთ ევროპაში.  ფოთოლმცვენი 3,5მ-დე სიმაღლის ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში III სექტორის N4 მისი ვარჯის პროექცია 1,5X1,5მ. დიამეტრი 8სმ-ია ფოთლები გრძელყუნწიანი ლანცეტა, წვერში წაწვეტებული ფუძესთან შევიწროებული. ფოთლები ქვემოდან დაფარულია სქელი ბუსუსებით ზემოდან კი შიშველია. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია, 1-3 ცალამდე კაკალი მოთავსებულია გარედან სადგისებრი ეკლებით დაფარულ ბუდეში. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფებს იმწიფებს სექტემბერ-ოქტომბერში. წაბლი ძვირფას მერქანს ინვითარებს. მისი ყვავილები იძლევიან ბევრ ნექტარს. ნაყოფი კი საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მდიდარია C დ K.ვიტამინებით. ქერქი, მერქნი, ფოთლები და ნაყოფის ბუდე შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს. საქართველოს  „წითელი წიგნისა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“  შეტანილი მცენარეა. რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზედა ბაღ-პარკების მშენებლობაში.
სრულად ნახვა...

ტიტასებრი ლირიოდენდრონი

ოჯახი   Magnoliaceae-მაგნოლიასებრნი გვარი  Liriodendron- ლირიოდენდრონი სახეობა   Liriodendron tulipiferal  -ტიტასებრი ლირიოდენდრონი      სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა. ფოთოლმცვენი-სწორტანოვანი ხეა, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  იზრდება II სექტორის 14 თარგში. სიმაღლე 38მ. დიამეტრი1,17მ. ვარჯის პროექცია  6მX5მ. მოგრძო ოვალური ფორმით. ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს. ყვავილები აქვს ტიტას მსგავსი მოყვითალო მწვანე ფერის, რომლის გამოც  მას ,, ხე ტიტას“ ეძახიან. იძლევა თვითნათესს. სინათლის და სითბოს მომთხოვნია. მერქანი აქვს რბილი. მისი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.  ლირიოდენდრონი დეკორაციული მნიშვნელობისაა. ძვირფასია დასახლებული ადგილების გასამწვანებლად.
სრულად ნახვა...

ნაგეის პოდოკარპუსი

ოჯახი   Podocarpaceae NEGER-პოდოკარპუსისებრნი გვარი Podocarpus L Hert .-პოდოკარპუსი სახეობა  Podocarpus nageia R.Br -ნაგეის პოდოკარპუსი სამშობლო სამხრეთ იაპონიისა და სამხრეთ  ჩინეთის მთიანი რაიონები. ორბინიანი ხე (სამშობლოშიაღწევს 24 მეტრ სიმაღლეს.) ან ბუჩქია.სამხრეთ ევროპაში შეტანილია 1830 წლიდან. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N1 თარგში რომელიც სიმაღლით 10 მეტრამდეა სიმსხოთი 8,5სმ. ვარჯის პროექცია 2X1,5მ.ყვავის ივნისში (მამრობითი ეგზემპლარია) 2023 წელს მის მიდამოებში გაშენდა ნაგეის პოდოკარპუსის ხეივანი) მრავლდება თესლით და კალმით. დეკორატიულია. გამოიყენება  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და მახლობელი რაიონების პარკმშენებლობაში, როგორც სოლიტერად ისე ჯგუფურ ნარგაობაში.
სრულად ნახვა...

ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი

ოჯახი Cephalotaxaceae F - ცეფალოტაქსუსისებრნი გვარი    Cephalotaxus-ცეფალოტაქსუსი სახეობა    Cephalotaxus  fortune-ფორჩუნის  ცეფალოტაქსუსი      სამშობლო ჩინეთი.( ბუნებრივად გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ჩინეთის მთის ტყეებში) ორსქესიანი 10 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია.     ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის  N4 თარგში, რომელიც სიმაღლით აღწევს 4 მეტრს, სიმსხოთი-5 სმ-ს და აქვს 1,0X1,5 ვარჯის პროექცია. მამრობითი ეგზემპლარია წიწვი გამოაქვს აპრილის მეორე ნახევარში. ყვავილობს აპრილში თესლნაყოფიერობს.კარგად გამოიყურება,     ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი ნელი მზარდია. კარგად იზრდება ღრმა, ნოყიერ, კარგად დრენირებულ ნიადაგზე-სანახევროდ დაჩრდილულ პირობებში, საკმაოდ გვალვაგამძლეა.    ფრიად დეკორაციული მცენარეა. გამოიყენება ძირითადად საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში დეკორაციულ მებარეობაში, განსაკუთრებით კარგია სოლიტერებად წინა პლანში.
სრულად ნახვა...