ტიტასებრი ლირიოდენდრონი

ოჯახი   Magnoliaceae-მაგნოლიასებრნი

გვარი  Liriodendron- ლირიოდენდრონი

სახეობა   Liriodendron tulipiferal  -ტიტასებრი ლირიოდენდრონი

     სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა.

ფოთოლმცვენი-სწორტანოვანი ხეა, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  იზრდება II სექტორის 14 თარგში. სიმაღლე 38მ. დიამეტრი1,17მ. ვარჯის პროექცია  6მX5მ. მოგრძო ოვალური ფორმით. ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს. ყვავილები აქვს ტიტას მსგავსი მოყვითალო მწვანე ფერის, რომლის გამოც  მას ,, ხე ტიტას“ ეძახიან. იძლევა თვითნათესს. სინათლის და სითბოს მომთხოვნია. მერქანი აქვს რბილი. მისი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

 ლირიოდენდრონი დეკორაციული მნიშვნელობისაა. ძვირფასია დასახლებული

ადგილების გასამწვანებლად.