ოჯახი Platanaceae L. lindl -ჭადრისებრნი
გვარი Platanus L.-ჭადარი
სახეობა Platanus orientalis l. - აღმოსავლეთის ჭადარი
სამშობლო მცირე აზიის სამხრეთ მხარე და დასავლეთ ნაწილი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N4 თარგში. როგორც გადმოცემა გვაუწყებს დავით დადიანის დროსაც ხეივნებად ყოფილან დარგული, რაც დღემდე შენარჩუნებულია. ხეივნის სიგრძე არის 1182 მეტრი. მათ შორისყველაზე დიდი მცენარის სიმაღლეა 30 მ. დიამეტრი147სმ. ვარჯის პროექცია 15X10მ. ფოთოლმცვენი მცენარეა. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. რთული თათისებრი ფორმის ყვავილები პატარა ზომის ერთსქესიანია. ნაყოფი მრავალთესლიანი, რომელიც მცენარეზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულზე ცვივა. იზრდება სწრაფად. შეგუებულია ადგილობრივ-კლიმატურ ნიადაგობრივ პირობებს. იძლევა თვითნათესს. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა.
კარგი დეკორაციული მცენარეა. რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზე
და ბაღ-პარკების მსენებლობაში.