ოჯახი Podocarpaceae NEGER-პოდოკარპუსისებრნი
გვარი Podocarpus L Hert .-პოდოკარპუსი
სახეობა Podocarpus nageia R.Br -ნაგეის პოდოკარპუსი
სამშობლო სამხრეთ იაპონიისა და სამხრეთ ჩინეთის მთიანი რაიონები. ორბინიანი ხე (სამშობლოშიაღწევს 24 მეტრ სიმაღლეს.) ან ბუჩქია.სამხრეთ ევროპაში შეტანილია 1830 წლიდან. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N1 თარგში რომელიც სიმაღლით 10 მეტრამდეა სიმსხოთი 8,5სმ. ვარჯის პროექცია 2X1,5მ.ყვავის ივნისში (მამრობითი ეგზემპლარია) 2023 წელს მის მიდამოებში გაშენდა ნაგეის პოდოკარპუსის ხეივანი)
მრავლდება თესლით და კალმით.
დეკორატიულია. გამოიყენება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და მახლობელი რაიონების პარკმშენებლობაში, როგორც სოლიტერად ისე ჯგუფურ ნარგაობაში.