ცრუ ქაფურის ხე

ოჯახი - lauraceae Lindl დაფნისებრნი

გვარი - Cinnamomum  blume  ცინამომუმი

სახეობა - cinnmomum glandiliferum (wall) meissen  ცრუ ქაფურის ხე

  სამშობლო: ინდოეთი,  ჩინეთი.

 გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში. სამხრეთ საფრანგეთში. ალჟირში.

 იზრდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის II  სექტორის N6 თარგში. დიდი ხეა, რომლის სიმაღლეა 26 მეტრი, დიამეტრი 30 სმ. ვარჯის პროექცია6X8მ. მარადმწვანე ხეა. ფოთლები ტყავისებრი მოპირდაპირედ განლაგებული. მარტივი კვერცხისებრი ფორმის ბადისებრი დაძარღვით. ფოთლის ზედაპირი მუქი მწვანეა, ქვედა მხარე ოდნავ მონაცისფრო, კიდემთლიანი.ყვავილი პატარა ფორმისაა. ორსქესიანი, მოყვითალო ფერის. ყვავის მაისში. ყვავილები შეკრებილია მოკლე ფარისებრ საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კენკრაა. მოყვითალო ფერის. დამწიფებისას ხდება მუქი ლურჯი ფერის. მისი გარსი რბილია და არომატული, ქაფურის სუნით. კურკა მაგარი მრგვალი ერთთესლიანი. იძლევა თვითნათესს.

სწრაფმზარდია. შეგუებულია ადგილობრივ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს.

მერქანი ლამაზია, სასიამოვნო სუნით, ხმარობენ ავეჯის წარმოებაში. გამოყენებულია ქაფურისა და ცელულოზის მისაღებად. ქაფური ფართო გამოყენებას პოულობს მედიცინაში.

  დეკორატიული მცენარეა. დასავლეთ საქართველოში გამოყენებულია მწვანე მშენებლობაში, ხეივნების შესაქმნელად.