ოჯახი - Sapindaceae juus- საპინდისებრნი
გვარი -Sapindus L- საპინდუსი ანუ საპნის ხე
სახეობა -Sapindus drumondii Hook at. Aruc-დრუმინდის საპნის ხე
სამშობლო ანტალიის კუნძულები.
ფოთოლმცვენი 13-14 მ სიმაღლის და 20 სმ დიამეტრის ხეა. საპნის ხე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N 12 თარგში, რომელიც ინტროდუცირებულია 1945-1948წწ. 2-3 წლიანი ნერგების სახით.
მიეკუთვნება ტექნიკურ მცენარეებს. ყვავილები მტევნისებურ ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავის მაისში. ფოთლები კენტფრთართულია, მორიგეობით განლაგებული. მისი მწიფე ნაყოფი დაფარულია დაჭმუჭნული ყვითელი-მოყავისფრო ტყავით, რომელიც 40%-მდე საპონინს შეიცავს. საპონინი ტყავის ექსტრატის სახითა. მის სამშობლოში, ისევე როგორც ჩინეთში იაპონიასა და ინდოეთში საპნის მაგიერ იხმარება. ნაყოფი სიმსხოთი 1 სმ-ს არ აღემატება. თესლი შავი ფერისაა. საპონინს გარდა თესლისა შეიცავს ქერქი და ფესვები. მისი თესლის გამოხდით ღებულობენ ზეთს, რაც შესაძლებელია მოხმარებულ იქნეს მწვანე საპნის მაგიერ. ასევე სხვადასხვა ხსნარების დასამზადებლად ბაღის მავნებლებთან საბრძოლველად.