ოჯახი Fagaceae -წიფლისებრნი
გვარი Castanea mill- წაბლი
სახეობა Castanea sativa mill - წაბლი ჩვეულებრივი
ბუნებრივ პირობებში იზრდება სამხრეთ ევროპაში.
ფოთოლმცვენი 3,5მ-დე სიმაღლის ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში III სექტორის N4 მისი ვარჯის პროექცია 1,5X1,5მ. დიამეტრი 8სმ-ია ფოთლები გრძელყუნწიანი ლანცეტა, წვერში წაწვეტებული ფუძესთან შევიწროებული. ფოთლები ქვემოდან დაფარულია სქელი ბუსუსებით ზემოდან კი შიშველია. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია, 1-3 ცალამდე კაკალი მოთავსებულია გარედან სადგისებრი ეკლებით დაფარულ ბუდეში. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფებს იმწიფებს სექტემბერ-ოქტომბერში.
წაბლი ძვირფას მერქანს ინვითარებს. მისი ყვავილები იძლევიან ბევრ ნექტარს. ნაყოფი კი საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მდიდარია C დ K.ვიტამინებით. ქერქი, მერქნი, ფოთლები და ნაყოფის ბუდე შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს.
საქართველოს „წითელი წიგნისა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარეა.
რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზედა ბაღ-პარკების მშენებლობაში.