მცენარეები

კავკასიური რცხილა

ოჯახი -Betulaceae  -არყისებრნი გვარი -carpinus-რცხილა სახეობა  -Carpunus Betulus -კავკასიური რცხილა   სამშობლო: კავკასია, ყირიმი ირანი  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება   III სექტორის N 4            რომელიც სიმაღლით აღწევს 28 მეტრამდე , დიამეტრში 80სმ-მდე. აქვს გლუვი ან ოდნავ დამსკდარი ქერქი. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფოთლის ფირფიტა მოყვანილობით მოგრძო კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა ოვალური კვირტებით. ყვავილობს მარტ-აპრილში მამრობითი ყვავილები მჭადაა მოწითალო მურა ფერის, რომლებიც განლაგებულია ყლორტის ძირებში., ხოლო მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფმსხმოიარობს. ნაყოფი კაკალია, რომლის საბურველი სამნაკვთიანია.  მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. აქვს ძალზე მაგარი და  თეთრი გამძლე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ  კარგად  იტანს  კრეჭვას.  გამოიყენება  სოლიტერებად, ცოცხალ ღობედ და ხეივნებად.
სრულად ნახვა...

ლენქორანის აკაცია

ოჯახი -Leguminosae Juus-პარკოსანნი გვარი -Albizzia durazz -ალბიცია სახეობა - Albizzia julibrissin l–ლენქორანის აკაცია სამშობლო აზერბაიჯანი, ლენქორანი, ირანი. ფოთოლმცვენი 5-7მ სიმაღლის ხეა. იზრდება III სექტორის N7 თარგში, ქოლგისებრი ვარჯით. ვარჯის სიდიდე 4მX3მ. დიამეტრი 11სმ. ფოთლები მორიგეობით განწყობილია ორმაგწყვილფრთართული. ფოთლის ყუნწი 10-25 სმ უდრის, ფოთლები საღამობით და ავდარში წყვილ-წყვილად ეკეცება. ყვავის ივლის-აგვისტოში მრავალთესლიანია. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.  სწრაფმზარდი მცენარეა სინათლის და სითბოს მოყვარულია. იტანს ყინვას -15-160-მდე. იზრდება მშრალ, თიხიან, კირიან  ადგილზე. აქვს თვითნათესი. მერქანი მაგარი მკვრივი და მძიმე აქვს. ძალიან ლამაზი დეკორაციული მცენარეა.
სრულად ნახვა...

ცეზალპინია იაპონური

ოჯახი -Leguminosae Juus-პარკოსნები გვარი -Caesalpinia -ცეზალპინია სახეობა -Caesalpinia japonica–ცეზალპინია იაპონური სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა, აზია. მარადმწვანე, ფოთოლმცვენი  2,5 მ სიმაღლის ბუჩქია, დიამეტრი 3სმ.  სწრაფმზარდი მცენარეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება I სექტორის N36 თარგში. ყვავილობს აპრილ-მაისში. ყვავილები ყვითელი ფერის  წითელი წინწკლებით  თავმოყრილია მდგომარე მტევნებად.  აქვს ძლიერი მოხრილი ეკლები და  ჩამოწეული გრძელი ტოტები, ზოგიერთი ტოტები მიწაზედაც ირთხმება.  მცენარეს ახასიათებს ტოტების დაფესვიანებით გამრავლება.  კარგად იზრდება როგორც ქვიან ისე ტენიან ნიადაგებზე იაპონური ცეზალპინია ძალიან ლამაზი და დეკორატიული მცენარეა.
სრულად ნახვა...

ჩიტავაშლა

ოჯახი -Rosaceae-ვარდისებრნი გვარი -pyracantha roem -ჩიტავაშლა სახეობა -puracantha coccinia Roem-ჩვეულებრივი  ჩიტავაშლა სამშობლო ევროპა, აზია, იტალია, კავკასია.  იზრდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N4 თარგში. მარადმწვანე 3მ სიმაღლის ბუჩქია. დიამეტრი 9სმ. ვარჯის სიდიდე 5მX3მ.ტოტები ეკლებით აქვს დაფარული, ფოთლები ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი ღია ფერის. მრავალყვავილოვანია და დატოტიანებული. ყვავის მაისში თეთრი ფერის ყვავილებით. ნაყოფი პატარაა, მრგვალი ღია-წითელი ფერის. ნაყოფი მწიფდება გვიან შემოდგომით. აქვს შავი ფერის პატარა თესლები. მრავლდება თესლით.  ბოტანიკურ ბაღში დეკორატიულობის თვალსაზრისით შემოტანილ იქნა 1979 წელს თესლის სახით. .   ჩიტავაშლა არის დეკორაციული მცენარე, რომელსაც იყენებენ გამწვანებაში ჯგუფებად და სოლიტერებად.
სრულად ნახვა...

მეჭეჭიანი ჭანჭყატი

ოჯახი -Evonymusaceae -ჭანჭყატისებრთა გვარი -Evonymus-ჭანჭყატი სახეობა -Evonymus verrucosa scop- მეჭეჭიანი ჭანჭყატი სამშობლო ევროპა. ფოთოლმცვენი ბუჩქია. ზუგდიდის  ბოტანიკურ ბაღში  II სექტორის N 7 იზრდება   3-4მ სიმაღლის,  8სმ დიამეტრისა და 2მX1მ ვარჯის სიდიდის. ყლორტები მომრგვალოა და მეჭეჭიანი, ნორჩობაში კი შიშველი და ღია მწვანე ფერისაა. ფოთლები ელიფსურია, წაწვეტიანებული. ყვავილის გვირგვინის ფურცლები მოწითალო-მურა ფერისაა. კოლოფი 4 ნაკვთიანია, სიმწიფისას მოვარდისფრო ხდება.  აქვს ლამაზი ყვავილები. დეკორაციული მცენარეა.
სრულად ნახვა...

სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა

  ოჯახი -Sterkuliaceae schott-სტერკულიასებრნი გვარი -Firmiana morsili.-ფირმიანა სტერკულია სახეობა -Sterkulia platranifolia-სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა სამშობლო ჩინეთი, იაპონია. ფოთოლმცვენი 16მ სიმაღლის ხეა. იზრდება  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N12 თარგში რომლის დიამეტრი 21სმ. ვარჯის სიდიდე4X3მ. ფოთლები ფართო გრძელი ყუნწით. მისი სწორი უტოტო ტანი   გლუვი კანით ცილინდრულია და მთლიანად მწვანე ფერის. ყვავილები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ნაყოფი კოლოფია, რომლის გვერდებზე მიმაგრებულია მუხუდოსოდენა დანაოჭებული, მწვანე მოყვითალო ფერის გარსიანი თესლები. აქვს ლამაზი მერქანი, რომელიც გამოყენებულია თოკების დასამზადებლად.
სრულად ნახვა...

დიდფოთოლა ჰორტენზია

ოჯახი Saxifragaceae DC-ფხიჯასებრნი გვარი Hydragea L.-ჰორტენზია სახეობა Hidragea macrophylia DC- დიდფოთოლა ჰორტენზია სამშობლო იაპონია. დასავლეთ და ცენტრალური ჩინეთი. კარგად ხარობს კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ტოტებშემართული ფოთოლმცვენი ბუჩქია. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N6 თარგში,სიმაღლით აღწევს 1,5 მეტრამდე. ყვავის ივნის-აგვისტოში, ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი მტრედისფერი, ვარდისფერი, შროშანისფერი ყვავილებით.  ადვილად მრავლდება ბუჩქის დაყოფით და კალმით. სწრაფმზარდი ბუჩქია. უყვარს სითბო, ტენი, ცუდად იტანს ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს, აგრეთვე ნიადაგში კირის შემცველობას. ფრიად დეკორაციული ბუჩქია. გამოიყენება დასავლეთ  საქართველოს ბაღ-პარკებში.
სრულად ნახვა...

ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

ოჯახი   Hamamelidaceae lindl -ჰამამელისებრნი გვარი  Liqvidambar l.-ლიქვიდამბრი სახეობა    liqvidambar styraciflua l.-ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე     გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე აზიასა და ტაივანზე. იზრდება, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის  III სექტორის N7 თარგში რომელიც ფოთოლმცვენი, სწორტანოვანი 27 მეტრი სიმაღლის ხეა 52 სმ დიამეტრის ფართო პირამიდალური ლამაზი ვარჯით. ვარჯის პროექცია 9,3მX7,5მ. შეფოთვლა და ყვავილობა იწყება და მთავრდება აპრილში. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. იძლევა თესლს და ნაყოფს კარგად. შეიცავს სურნელოვან ბალზამურ სითხეს ე.წ. ამბრას. აქედანაა მისი სახელწოდებაც. ივითარებს მაგარ და მძიმე ლამაზ მერქანს, რომლის მთავარი ნაწილი გული ყავისფერია, ცილა კი მოყვითალო.     ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება სწრაფად, სინათლის და ტენის მოყვარულია.  ფრიად დეკორაციული მცენარეა .       გამოყენებას პოულობს საავეჯო წარმოებაში და აგრეთვე საფანერო მასალად.
სრულად ნახვა...