ოჯახი -Rosaceae-ვარდისებრნი
გვარი -pyracantha roem -ჩიტავაშლა
სახეობა -puracantha coccinia Roem-ჩვეულებრივი ჩიტავაშლა
სამშობლო ევროპა, აზია, იტალია, კავკასია.
იზრდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N4 თარგში. მარადმწვანე 3მ სიმაღლის ბუჩქია. დიამეტრი 9სმ. ვარჯის სიდიდე 5მX3მ.ტოტები ეკლებით აქვს დაფარული, ფოთლები ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი ღია ფერის. მრავალყვავილოვანია და დატოტიანებული. ყვავის მაისში თეთრი ფერის ყვავილებით. ნაყოფი პატარაა, მრგვალი ღია-წითელი ფერის. ნაყოფი მწიფდება გვიან შემოდგომით. აქვს შავი ფერის პატარა თესლები. მრავლდება თესლით.
ბოტანიკურ ბაღში დეკორატიულობის თვალსაზრისით შემოტანილ იქნა 1979 წელს თესლის სახით. .
ჩიტავაშლა არის დეკორაციული მცენარე, რომელსაც იყენებენ გამწვანებაში ჯგუფებად და სოლიტერებად.