სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა

 

ოჯახი -Sterkuliaceae schott-სტერკულიასებრნი

გვარი -Firmiana morsili.-ფირმიანა სტერკულია

სახეობა -Sterkulia platranifolia-სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა

სამშობლო ჩინეთი, იაპონია.

ფოთოლმცვენი 16მ სიმაღლის ხეა. იზრდება  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N12 თარგში

რომლის დიამეტრი 21სმ. ვარჯის სიდიდე4X3მ. ფოთლები ფართო გრძელი ყუნწით. მისი სწორი უტოტო ტანი   გლუვი კანით ცილინდრულია და მთლიანად მწვანე ფერის. ყვავილები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ნაყოფი კოლოფია, რომლის გვერდებზე მიმაგრებულია მუხუდოსოდენა დანაოჭებული, მწვანე მოყვითალო ფერის გარსიანი თესლები.

აქვს ლამაზი მერქანი, რომელიც გამოყენებულია თოკების დასამზადებლად.