ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

ოჯახი   Hamamelidaceae lindl -ჰამამელისებრნი

გვარი  Liqvidambar l.-ლიქვიდამბრი

სახეობა    liqvidambar styraciflua l.-ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

    გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე აზიასა და ტაივანზე.

იზრდება, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის  III სექტორის N7 თარგში რომელიც

ფოთოლმცვენი, სწორტანოვანი 27 მეტრი სიმაღლის ხეა 52 სმ დიამეტრის ფართო პირამიდალური ლამაზი ვარჯით. ვარჯის პროექცია 9,3მX7,5მ. შეფოთვლა და ყვავილობა იწყება და მთავრდება აპრილში. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. იძლევა თესლს და ნაყოფს კარგად. შეიცავს სურნელოვან ბალზამურ სითხეს ე.წ. ამბრას. აქედანაა მისი სახელწოდებაც. ივითარებს მაგარ და მძიმე ლამაზ მერქანს, რომლის მთავარი ნაწილი გული ყავისფერია, ცილა კი მოყვითალო.

    ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება სწრაფად, სინათლის და ტენის მოყვარულია.  ფრიად დეკორაციული მცენარეა .

      გამოყენებას პოულობს საავეჯო წარმოებაში და აგრეთვე საფანერო მასალად.