ოჯახი -Betulaceae -არყისებრნი
გვარი -carpinus-რცხილა
სახეობა -Carpunus Betulus -კავკასიური რცხილა
სამშობლო: კავკასია, ყირიმი ირანი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N 4 რომელიც სიმაღლით აღწევს 28 მეტრამდე , დიამეტრში 80სმ-მდე. აქვს გლუვი ან ოდნავ დამსკდარი ქერქი. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფოთლის ფირფიტა მოყვანილობით მოგრძო კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა ოვალური კვირტებით. ყვავილობს მარტ-აპრილში მამრობითი ყვავილები მჭადაა მოწითალო მურა ფერის, რომლებიც განლაგებულია ყლორტის ძირებში., ხოლო მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფმსხმოიარობს. ნაყოფი კაკალია, რომლის საბურველი სამნაკვთიანია.
მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. აქვს ძალზე მაგარი და თეთრი გამძლე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ კარგად იტანს კრეჭვას.
გამოიყენება სოლიტერებად, ცოცხალ ღობედ და ხეივნებად.