მცენარეები

წაბლი ჩვეულებრივი

ოჯახი Fagaceae -წიფლისებრნი გვარი Castanea mill- წაბლი სახეობა Castanea sativa mill  - წაბლი ჩვეულებრივი ბუნებრივ პირობებში იზრდება სამხრეთ ევროპაში.  ფოთოლმცვენი 3,5მ-დე სიმაღლის ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში III სექტორის N4 მისი ვარჯის პროექცია 1,5X1,5მ. დიამეტრი 8სმ-ია ფოთლები გრძელყუნწიანი ლანცეტა, წვერში წაწვეტებული ფუძესთან შევიწროებული. ფოთლები ქვემოდან დაფარულია სქელი ბუსუსებით ზემოდან კი შიშველია. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია, 1-3 ცალამდე კაკალი მოთავსებულია გარედან სადგისებრი ეკლებით დაფარულ ბუდეში. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფებს იმწიფებს სექტემბერ-ოქტომბერში. წაბლი ძვირფას მერქანს ინვითარებს. მისი ყვავილები იძლევიან ბევრ ნექტარს. ნაყოფი კი საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მდიდარია C დ K.ვიტამინებით. ქერქი, მერქნი, ფოთლები და ნაყოფის ბუდე შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს. საქართველოს  „წითელი წიგნისა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“  შეტანილი მცენარეა. რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზედა ბაღ-პარკების მშენებლობაში.
სრულად ნახვა...

ტიტასებრი ლირიოდენდრონი

ოჯახი   Magnoliaceae-მაგნოლიასებრნი გვარი  Liriodendron- ლირიოდენდრონი სახეობა   Liriodendron tulipiferal  -ტიტასებრი ლირიოდენდრონი      სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა. ფოთოლმცვენი-სწორტანოვანი ხეა, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  იზრდება II სექტორის 14 თარგში. სიმაღლე 38მ. დიამეტრი1,17მ. ვარჯის პროექცია  6მX5მ. მოგრძო ოვალური ფორმით. ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს. ყვავილები აქვს ტიტას მსგავსი მოყვითალო მწვანე ფერის, რომლის გამოც  მას ,, ხე ტიტას“ ეძახიან. იძლევა თვითნათესს. სინათლის და სითბოს მომთხოვნია. მერქანი აქვს რბილი. მისი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.  ლირიოდენდრონი დეკორაციული მნიშვნელობისაა. ძვირფასია დასახლებული ადგილების გასამწვანებლად.
სრულად ნახვა...

ნაგეის პოდოკარპუსი

ოჯახი   Podocarpaceae NEGER-პოდოკარპუსისებრნი გვარი Podocarpus L Hert .-პოდოკარპუსი სახეობა  Podocarpus nageia R.Br -ნაგეის პოდოკარპუსი სამშობლო სამხრეთ იაპონიისა და სამხრეთ  ჩინეთის მთიანი რაიონები. ორბინიანი ხე (სამშობლოშიაღწევს 24 მეტრ სიმაღლეს.) ან ბუჩქია.სამხრეთ ევროპაში შეტანილია 1830 წლიდან. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N1 თარგში რომელიც სიმაღლით 10 მეტრამდეა სიმსხოთი 8,5სმ. ვარჯის პროექცია 2X1,5მ.ყვავის ივნისში (მამრობითი ეგზემპლარია) 2023 წელს მის მიდამოებში გაშენდა ნაგეის პოდოკარპუსის ხეივანი) მრავლდება თესლით და კალმით. დეკორატიულია. გამოიყენება  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და მახლობელი რაიონების პარკმშენებლობაში, როგორც სოლიტერად ისე ჯგუფურ ნარგაობაში.
სრულად ნახვა...

ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი

ოჯახი Cephalotaxaceae F - ცეფალოტაქსუსისებრნი გვარი    Cephalotaxus-ცეფალოტაქსუსი სახეობა    Cephalotaxus  fortune-ფორჩუნის  ცეფალოტაქსუსი      სამშობლო ჩინეთი.( ბუნებრივად გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ჩინეთის მთის ტყეებში) ორსქესიანი 10 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია.     ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის  N4 თარგში, რომელიც სიმაღლით აღწევს 4 მეტრს, სიმსხოთი-5 სმ-ს და აქვს 1,0X1,5 ვარჯის პროექცია. მამრობითი ეგზემპლარია წიწვი გამოაქვს აპრილის მეორე ნახევარში. ყვავილობს აპრილში თესლნაყოფიერობს.კარგად გამოიყურება,     ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი ნელი მზარდია. კარგად იზრდება ღრმა, ნოყიერ, კარგად დრენირებულ ნიადაგზე-სანახევროდ დაჩრდილულ პირობებში, საკმაოდ გვალვაგამძლეა.    ფრიად დეკორაციული მცენარეა. გამოიყენება ძირითადად საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში დეკორაციულ მებარეობაში, განსაკუთრებით კარგია სოლიტერებად წინა პლანში.
სრულად ნახვა...

იაპონური კრიპტომერია

ოჯახი Taxodiaceaeტაქსოდიასებრნი გვარი     Cryptomeria Don -კრიპტომერია სახეობა   Cryptomeria japonica Don-იაპონური კრიპტომერია    სამშობლო სამხრეთ იაპონია ჩინეთი.ერთბინიანი მაღალი ტანის ხეა.სამშობლოში სიმაღლით აღწევს 60მ, დიამეტრით-2მ და ვრცელდება ზღვის დონიდან 800მ. სიმაღლემდე. ვ..მირზაშვილის ცნობით (1934წ) იგი საქართველოში შემოტანილი უნდა იყოს გასული საუკუნის 60-იან წლებში, მასვე 1929 წელს აუწერია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით 20 მ იყო. დიამეტრით-60 სმ-მდე, კარგად გამოიყურებოდა და თესლნაყოფიერობდა. ამ ეგზემპლარს ჩვენამდე არ მიუღწევია.  ამჟამად, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N31 თარგში  კრიპტომერიის სხვადასხვა ასაკის მრავალი ეგზემპლარია, რომელნიც ხასიათდებიან სწრაფი ზრდით, ცხოველმყოფელობით, უხვი თესლმსხმოიარობით, იძლევიან საიმედო თვითნათესს, ყველაზე ხნიერი და მსხვილი ეგზემპლარი სიმაღლით არის 22 მეტრი. რომელიც დიამეტრით 85 სმ აღწევს. მრავლდება თესლით, მყნობით, კალმით გადაწვენით და იძლევა ძირკვის ამონაყარს. კარგი ზრდით ხასიათდება ღრმა, ტენიან კარგად დრენირებულ ქვექვიშნარებსა და თიხნარებზე.  ჭარბტენიან ან გადაჭარბებულად მშრალ ნიადაგებზე ცუდად იზრდება, ჩრდილის ამტანი და სითბოს მოყვარულია.     მეტად დეკორატიული მცენარეა. გამოიყენება ჯგუფებად და ხეივნებად.
სრულად ნახვა...

ევროპული სოჭი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი გვარი  Abies სოჭი სახეობა   Abies alba Mill ევროპული სოჭი  გავრცელებულია  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა II სექტორის N8 თარგში.   ევროპული სოჭი. ტანმაღალი მარადმწვანე ნელ მზარდი ჩრდილის ამტანი და ნესტის მომთხოვნი ხეა.  ცოცხლობს 500-800  წლამდე.  მრავლდება თესლითა და გადაწვენით. მისი მერქანი რბილი, მჩატე და ნაკლებგამძლეა. ძირითადად იხმარება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო და სარეზონანსო მასალად.   დეკორატიულია. იყენებენ ბაღებსა და პარკებში გასამწვანებლად.
სრულად ნახვა...

ჰიმალაის კედარი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი გვარი Cedrus mill- კედარი სახეობა   Cedrus  deodara loudჰიმალაის კედარი სამშობლო ჰიმალაის მთები. ხარობს ზღვის დონიდან 1050-3600 მეტრზე. გავრცელებულია ყირიმში, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N1 თარგში..19 მ სიმაღლის ხეა.დიამეტრში-80სმ. ვარჯის პროექცია 12X11მ. იზრდება ნელა და ნაკლებ ცხოველმყოფელობას იჩენს. ზომიერად ქარისადმი მდგრადი, ყინვაგამძლეა, უყვარს ფხვიერი, ღია თიხნარი, ქვიშიანი ნიადაგი. ჰიმალაის კედარი დეკორატიულია, ძირითადად გამოიყენება ქალაქებისა და დასახლებული სოფლების გასამწვანებლად, პარკებში-სოლიტერებად, ჯგუფური ნარგავების მოსაწყობად და ხეივნების გასაშენებლად. იტანს კრეჭას  
სრულად ნახვა...

ატლასის კედარი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი გვარი Cedrus mill- კედარი სახეობა   Cedrus  atlantica manetti  ატლასის კედარი გავრცელებულია-ყირიმში, კავკასიის შავიზღვისპირეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ კავკასიაში.  ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში არის ერთი ეგზემპლარი, რომელიც იზრდება II სექტორის N1 თარგში. რომლის ხნოვანება დაახლოებით 100 წელია., მისი სიმაღლე  აღწევს 25მ. დიამეტრი 45სმ. ვარჯის პროექცია 7X6მ. ახასიათებს გრძელი და შემოკლებული ტოტები. თითოეულ შემოკლებულ ტოტზე შეჯგუფებულია 20-30 წიწვი. თვითონ წიწვი ხეშია, მოვერცხლისფრო, ზამთრობით არ ცვივა. ყინვაგამძლეა. არ ყვავილობს. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. მერქანი მტკიცეა და ძვირფასი. შეგუებულია კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. გამოყენებულია გემთმშენებლობაში, ბინათნშენებლობაში. როგორც დეკორაციული მცენარე რგავენ საკურორტო და საქალაქო გამწვანებაში.ტყე-პარკებსა და პარკებში.
სრულად ნახვა...