მცენარეები

კავკასიური რცხილა

ოჯახი -Betulaceae  -არყისებრნი გვარი -carpinus-რცხილა სახეობა  -Carpunus Betulus -კავკასიური რცხილა   სამშობლო: კავკასია, ყირიმი ირანი  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება   III სექტორის N 4            რომელიც სიმაღლით აღწევს 28 მეტრამდე , დიამეტრში 80სმ-მდე. აქვს გლუვი ან ოდნავ დამსკდარი ქერქი. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფოთლის ფირფიტა მოყვანილობით მოგრძო კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა ოვალური კვირტებით. ყვავილობს მარტ-აპრილში მამრობითი ყვავილები მჭადაა მოწითალო მურა ფერის, რომლებიც განლაგებულია ყლორტის ძირებში., ხოლო მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფმსხმოიარობს. ნაყოფი კაკალია, რომლის საბურველი სამნაკვთიანია.  მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. აქვს ძალზე მაგარი და  თეთრი გამძლე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ  კარგად  იტანს  კრეჭვას.  გამოიყენება  სოლიტერებად, ცოცხალ ღობედ და ხეივნებად.
სრულად ნახვა...

მეჭეჭიანი ჭანჭყატი

ოჯახი -Evonymusaceae -ჭანჭყატისებრთა გვარი -Evonymus-ჭანჭყატი სახეობა -Evonymus verrucosa scop- მეჭეჭიანი ჭანჭყატი სამშობლო ევროპა. ფოთოლმცვენი ბუჩქია. ზუგდიდის  ბოტანიკურ ბაღში  II სექტორის N 7 იზრდება   3-4მ სიმაღლის,  8სმ დიამეტრისა და 2მX1მ ვარჯის სიდიდის. ყლორტები მომრგვალოა და მეჭეჭიანი, ნორჩობაში კი შიშველი და ღია მწვანე ფერისაა. ფოთლები ელიფსურია, წაწვეტიანებული. ყვავილის გვირგვინის ფურცლები მოწითალო-მურა ფერისაა. კოლოფი 4 ნაკვთიანია, სიმწიფისას მოვარდისფრო ხდება.  აქვს ლამაზი ყვავილები. დეკორაციული მცენარეა.
სრულად ნახვა...

სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა

  ოჯახი -Sterkuliaceae schott-სტერკულიასებრნი გვარი -Firmiana morsili.-ფირმიანა სტერკულია სახეობა -Sterkulia platranifolia-სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა სამშობლო ჩინეთი, იაპონია. ფოთოლმცვენი 16მ სიმაღლის ხეა. იზრდება  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N12 თარგში რომლის დიამეტრი 21სმ. ვარჯის სიდიდე4X3მ. ფოთლები ფართო გრძელი ყუნწით. მისი სწორი უტოტო ტანი   გლუვი კანით ცილინდრულია და მთლიანად მწვანე ფერის. ყვავილები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ნაყოფი კოლოფია, რომლის გვერდებზე მიმაგრებულია მუხუდოსოდენა დანაოჭებული, მწვანე მოყვითალო ფერის გარსიანი თესლები. აქვს ლამაზი მერქანი, რომელიც გამოყენებულია თოკების დასამზადებლად.
სრულად ნახვა...

ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

ოჯახი   Hamamelidaceae lindl -ჰამამელისებრნი გვარი  Liqvidambar l.-ლიქვიდამბრი სახეობა    liqvidambar styraciflua l.-ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე     გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე აზიასა და ტაივანზე. იზრდება, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის  III სექტორის N7 თარგში რომელიც ფოთოლმცვენი, სწორტანოვანი 27 მეტრი სიმაღლის ხეა 52 სმ დიამეტრის ფართო პირამიდალური ლამაზი ვარჯით. ვარჯის პროექცია 9,3მX7,5მ. შეფოთვლა და ყვავილობა იწყება და მთავრდება აპრილში. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. იძლევა თესლს და ნაყოფს კარგად. შეიცავს სურნელოვან ბალზამურ სითხეს ე.წ. ამბრას. აქედანაა მისი სახელწოდებაც. ივითარებს მაგარ და მძიმე ლამაზ მერქანს, რომლის მთავარი ნაწილი გული ყავისფერია, ცილა კი მოყვითალო.     ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება სწრაფად, სინათლის და ტენის მოყვარულია.  ფრიად დეკორაციული მცენარეა .       გამოყენებას პოულობს საავეჯო წარმოებაში და აგრეთვე საფანერო მასალად.
სრულად ნახვა...

ჟოფრეის ფიჭვი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი გვარი  PInus- ფიჭვი სახეობა   pinus  Jeffreyi -ჟოფრეის ფიჭვი სამშობლო:  ხმელთაშუაზღვის ოლქი, პორტუგალია, მცირე აზია   20-25 მ სიმაღლის ხეა ქოლგისებრი ვარჯით. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  ვ. მირზაშვილს (1934)  აღწერილი აქვს 1 ეგზემპლარი, რომელიც  ერთადერთი ყოფილა, ისიც  მეტად  დაჩრდილული და დაჩაგრული. უზარმაზარი  ხეებისაგან, ტოტების თითქმის 2/3 ნაწილი  შემხმარი ქონია, (ზომით: სიმაღლე-25 მეტრამდე, დიამეტრი- 50სმ) მსხმოიარობა დამაკმაყოფილებელი. ამ პირობებში ეს ეგზემპლარი მალე  დაღუპულა.  ამჟამად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხარობს III სექტორის  N4 თარგში,  რომლის სიმაღლე  არის  45 მეტრი დიამეტრი  55 სმ, ვარჯის პროექცია  15X10მ. კარგად  თესლნაყოფიერობს,. თვითნათესი შემჩნეული არ არის. თესლი საკმაოდ მსხვილი აქვს.   ახალგაზრდობაში ხასიათდება სწრაფი ზრდით, შემდეგ ზრდა  ნელდება, სინათლის მოყვარულია. გამოირჩევა  გვალვაგამძლეობით. იტანს ხანმოკლე  ყინვას. ნიადაგისადმი დაუდევარია-ეგუება მწირ  ნიადაგებს. იზრდება  კლდეებსა და ზღვისპირა  ქვიშნარებზეც.     ფრიად დეკორატიულია. ლამაზია, როგორც სოლიტერად, ისე  ღია ადგილებში პატარა ჯგუფებად, ულამაზესი ხეივნების შესაქმნელად.
სრულად ნახვა...

დასავლეთის აკაკი

ოჯახი - Ulmaceae Mirb-თელასებრნი გვარი -Celtis L-აკაკი სახეობა Celtis occidentalis L-დასავლეთის აკაკი   სამშობლო: ჩრდილოეთ ამერიკა. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში   I სექტორის  N5 თარგში იზრდება  3 ძირი სხვადასხვა ხნოვანების, რომელთაგანაც ყველაზე დიდი დაახლოებით 40-50 წლიანი დედა მცენარე სიმაღლით აღწევს  18 მ,  დიამეტრით 79სმ,  ვარჯის პროექცია 16X 8მ. ყველაზე  ახალგაზრდა  კი შესაბამისად-8მ, დიამეტრი 10 სმ, ვარჯის პროექცია 8X7. აქვთ ჯანსაღი გარეგნობა. შეფოთვლას იწყებენ და ამთავრებენ აპრილის თვეში, ყვავილობას-იმავე თვეში. ნაყოფი უმწიფდებათ ივლის  აგვისტოში. ფოთოლცვენა ეწყებათ ოქტომბრის პირველ რიცხვებში და უმთავრდებათ იმავე თვის ბოლოს.       სინათლის მოყვარული, მეტად გვალვაგამძლე და სწრაფმზარდია.       დეკორატიულია. გამოიყენება სკვერებსა, ბაღებსა და პარკებში ერთეული და ჯგუფური ნარგაობის სახით. კარგია მშრალი ქვიშიანი ფერდობების გასამწვანებ
სრულად ნახვა...

ბიგნონიასებრი კატალპა

სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ  აღმოსავლეთი ნაწილი.   ფოთოლმცვენი 15-20 მეტრამდე  სიმაღლისა და  1-1,2 სმ -დე  დიამეტრის ხეა, გაშლილი ქოლგისებრი ვარჯით. აქვს მსხვილი, კვერცხისებრი, 10-12 სმ სიგრძისა და 10-15 სმ სიგანის  უხეში  ფოთოლი, მსხვილი, თეთრი ფერის ყვავილები, რომელებიც დაფარულია  მოყვითალო-წითელი წინწკლებით. (შიგნიდან გასდევს ორი მოყვითალო ზოლი)-თავმოყრილია ფართო პირამიდულ საგველა ყვავილედში.  ვ. მირზაშვილის  (1934)  ცნობით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1929 წლისათვის ერთადერთი ახალგაზრდა ეგზემპლარი ყოფილა, რომელიც ამჟამად ამაყად  დგას III  სექტორის N4 თარგში , რომელიც სიმაღლეში აღწევს  14 მეტრს  დიამეტრში 64სმ. ვარჯის პროექცია  4X3მეტრს. ჯანსაღად გამოიყურება, იფოთლება  აპრილ-მაისში. ფოთოლი ცვივა  ოქტომბერ-ნოემბერში, ყვავილობს ივნისში, ნაყოფი უმწიფდება სექტემბერ-ნოემბერში, იძლევა თვითნათესს.    ბიგნონიასებრი კატალპა სინათლის მოყვარულია. დაჩრდილვას ცუდად იტანს. ყინვაგამძლეა, უყვარს ტენი. მშრალ ადგილებში არადამაკმაყოფილებელი ზრდა აქვს. ნიადაგისადმი მომთხოვნია. სწრაფად  იზრდება ტენიან, ნოყიერ, თბილ ნიადაგებზე.. მერქანი მჩატე, მაგრამ მეტად მაგარია,  კარგად მუშავდება და კრიალდება. გამოიყენება  საავეჯო წარმოებაში. ფრიად  დეკორატიულია. იყენებენ სოლიტერად, ჯგუფურ ნარგავებად, ხეივნების  გასაშენებლად  და ქუჩების გასამწვანებლად.  
სრულად ნახვა...

ინდოეთის ლაგერშტრემია, ირმის რქა

ოჯახი -Lythraceae Lindl-ცოცხმაგარასებრნი გვარი -Lagerstroemia L-ლაგერშტრემია სახეობა Lagerstroemia indica L -ინდოეთის  ლაგერშტრემია,  ირმის რქა   სამშობლო ჩინეთი, იაპონია, კორეა.ფოთოლმცვენი დაბალი ტანის ხეა ან ბუჩქია.    ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს 10-15 სმ სიმსხოსა და 4-7 სმ სიმაღლის 40-მდე ძირი ლაგერშტრემია. ამჟამად  ზოგი მათგანი ადგილზე არ არის.    დღეისათვის I სექტორის N3 თარგში  იზრდება დიდი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით აღწევს 8 მეტრამდე, დიამეტრში 26სმ, ვარჯის პროექცია 6X4. აქვთ კარგი და ჯანსაღი გარეგნობა. იფოთლებიან აპრილში, ყვავიან უხვად და ხანგძლივად (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) კენწრულ საგველა ყვავილედში თავმოყრილი მეტად ლამაზი, ვარდისფერი ყვავილებით. ფოთოლი სცვივათ სექტემბერ-ოქტომბერში. არ ნაყოფიერობენ. უხვად იძლევიან ძირკვის ამონაყარს.   ინდოეთის  ლაგერშტრემია მრავლდება თესლით და მწიფე  კალმით. თესლიდან მიღებული მცენარე აყვავებას იწყებს 2-3 წლის ხნოვანებაში, ხოლო კალმიდან ერთ წელიწადში. უყვარს განათებული ადგილები. ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის.    ეფექტური დეკორატიული მცენარეა.ფართოდ იყენებენ ბაღ-პარკებში სოლიტერად, ჯგუფური ნარგავების სახით და პატარა ხეივნების შესაქმნელად.
სრულად ნახვა...