ხის ქანდაკება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მწვანე ხეივანში

კოლხეთი · სამეგრელო · ზუგდიდი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი დადიანების სასახლესთან.

ბაღის შესახებ

ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ცოცხალი კოლექცია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ, XIX საუკუნეში გაშენებული, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი, დადიანების სასახლესთან, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო.

ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ხელი მოჰკიდა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.

როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.

ბაღის ისტორია სრულად
  • 1840დავით დადიანმა სასახლის ბაღის გაშენება დაიწყო
  • 80-მდეგვარის ხე, ბუჩქი და მცენარე
  • 6მაგნოლიის სახეობა
  • 36მცენარის აღწერა საიტზე
შემოდგომა ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

სეზონის მცენარე · შემოდგომა

ფისიანი ლიქვიდამბრი ანუ ამბრის ხე

liqvidambar styraciflua l

ოჯახი: Hamamelidaceae

იზრდება, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის III სექტორის N7 თარგში რომელიც ფოთოლმცვენი, სწორტანოვანი 27 მეტრი სიმაღლის ხეა 52 სმ დიამეტრის ფართო პირამიდალური ლამაზი ვარჯით. ვარჯის პროექცია 9,3მX7,5მ. შეფოთვლა და ყვავილობა იწყება და მთავრდება აპრილში. ნაყოფი მწიფდება ოქტ...

ამ სეზონში ყვავილობს ან ნაყოფს იძლევა (მცენარის აღწერის მიხედვით)

გაიცანით

კოლექციის სტრუქტურა

ოჯახები და წარმოშობა

საიტზე აღწერილი მცენარეები ბოტანიკური ოჯახებისა და სამშობლოს მიხედვით.

ყველა მცენარე

სამშობლოს მიხედვით

ოჯახების მიხედვით

მემკვიდრეობა

ისტორიული ფაქტები

სასახლეები, ორანჟერეა და ძეგლები, რომლებიც ბაღის ისტორიას ჰყვება.

ყველა ფაქტი
ცენტრალური სამთავრობო სასახლე სასახლე აშენდა 1824 - 26 წ.წ., სამეგრელოს მთავრის ლევან გრიგოლის ძე დადიანის მიერ. მას ,,მწუთრის“ სასახლეს უწოდებდნენ. სასახლე 1835 წელს დამწვარა. 1838-1840 წლებში დავით დადიანის მიერ ამავე ადგილას აგებულ იქნა ახალი სასახლე, რომელიც ორსართულიანი ყოფილა და შედგ... ძეგლის ისტორია ჯვარედინა სასახლე ცნობილი საზოგადო მოღვაწის და სამეგრელოს მეისტორიის იონა მეუნარგიას ცნობით, სასახლე აგებული ყოფილა მე-19 საუკუნის 40-იანი წლებში სტუმრების მისაღებად. ს... ძეგლის ისტორია ორანჟერეა ბოტანიკურ ბაღში არსებული ორანჟერეას აშენების სავარაუდო თარიღია მე-19 საუკუნის 40-იანი წლები. ორანჟერეას მეორე სართულზე განთავსებული იყო სასტუმრო ოთახე... ძეგლის ისტორია სიმართლის ქვა ,,ქვატახტი“ გადმოცემის მიხედვით, თავადებისაგან შევიწროებული გლეხები, სიმართლის ძიების მიზნით მიმართავდნენ ადათობრივ ტრადიციას, რომელიც მათ უადვილებდათ თავიანთი უდ... ძეგლის ისტორია

ქრონიკა

ბაღის ისტორია წლების მიხედვით

მოვლენები ბაღის ისტორიის სტატიიდან.

ბაღის ისტორია სრულად
  1. 1840

    დავით დადიანმა, სამთავროს მართვასთან ერთად, დეკორატიული ბაღის მშენებლობას მოჰკიდა ხელი: სასახლის მიმდებარე ტყის ნაწილი შემოიღობა და მებაღეთა მუდმივი შტატი დააწესა.

  2. 1853

    დავით დადიანი გარდაიცვალა; სამთავროს მართვა და ბაღზე ზრუნვა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა.

  3. 1856

    1853–1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ისქანდერ-ფაშას ბრძანებით, ბაღი ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს.

  4. 1869

    საფრანგეთიდან ეკატერინე ჭავჭავაძის დაბრუნების შემდეგ ბაღის სრული აღდგენა გახდა შესაძლებელი.

  5. 1882

    ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ეგზოტიკურ მცენარეთა შემოტანა და გავრცელება შეწყდა, თუმცა ბაღს კვლავ უვლიდნენ.

  6. 1896

    ვარეზედან (იტალია) მოიწვიეს მებაღე-დეკორატორები, ძმები ზამბერლეტები; ამ პერიოდს მიეკუთვნება ჭადრების ხეივნები (1182 გრძ. მეტრი).

  7. 1903

    გარდაიცვალნენ ნიკო დადიანი და მებაღე გაეტანო ზამბერლეტი, რასაც ბაღის მოვლა-პატრონობის დაკნინება მოჰყვა.

  8. 1917–1921

    მენშევიკების ბატონობის დროს ბაღს ერობა განაგებდა; ბაღი მოუვლელი დარჩა.

  9. 2018

    2018 წლის თებერვალში დაიწყო ბაღის რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ვიზიტი

გეწვიეთ ბაღში

ბაღი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარეობს.

მისამართი
ქ. ზუგდიდში, მის: ზ.გამსახურდიას გამზ. № 1
ტელეფონი
599 63 96 78
ელ-ფოსტა
info@zbg.ge
სამუშაო საათები
დაზუსტდება დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ტელეფონით
ბილეთის ფასები
დაზუსტდება ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება

ეს ინფორმაცია ბაღის მიერ დაზუსტების შემდეგ განახლდება.

ბილეთებიონლაინ შეძენა — მალე
ლაივ ხედებიპირდაპირი ტრანსლაცია — მალე

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები და პასუხები

სად მდებარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი?

ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან. მისამართი: ქ. ზუგდიდში, მის: ზ.გამსახურდიას გამზ. № 1.

ვინ და როდის გააშენა ბაღი?

1840 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა დეკორატიული ბაღის მშენებლობას მოჰკიდა ხელი, ხოლო ბაღზე ზრუნვა მალევე თავის მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს ჩააბარა.

ვინ დაგეგმა ბაღი?

ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიის ქალაქ ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღი ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე დაგეგმა. მის მიერ შექმნილი ხელოვნური ტბა კუნძულით დღემდეა შემორჩენილი.

რამდენი მცენარეა ბაღში?

ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა. საიტზე 36 მცენარის აღწერაა.

რა სამუშაოები მიმდინარეობს ბაღში?

2018 წლის თებერვალში დაიწყო რეკონსტრუქცია: დაგეგმილია რვა კილომეტრი სიგრძის შიდა ბილიკები, ხელოვნური ტბისა და არხების მოპირკეთება, ადმინისტრაციული შენობა და განათება.

როდის არის ბაღი ღია და რა ღირს შესვლა?

სამუშაო საათები და ფასები ჯერ არ არის გამოქვეყნებული — დაგვიკავშირდით: 599 63 96 78.

ჩვენი პარტნიორები

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  • ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  • საქართველოს ნაციონალური ბოტანიკური ბაღი