სიახლეები

ლენქორანის აკაცია

ოჯახი -Leguminosae Juus-პარკოსანნი გვარი -Albizzia durazz -ალბიცია სახეობა - Albizzia julibrissin l–ლენქორანის აკაცია სამშობლო აზერბაიჯანი, ლენქორანი, ირანი. ფოთოლმცვენი 5-7მ სიმაღლის ხეა. იზრდება III სექტორის N7 თარგში, ქოლგისებრი ვარჯით. ვარჯის სიდიდე 4მX3მ. დიამეტრი 11სმ. ფოთლები მორიგეობით განწყობილია ორმაგწყვილფრთართული. ფოთლის ყუნწი 10-25 სმ უდრის, ფოთლები საღამობით და ავდარში წყვილ-წყვილად ეკეცება. ყვავის ივლის-აგვისტოში მრავალთესლიანია. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.  სწრაფმზარდი მცენარეა სინათლის და სითბოს მოყვარულია. იტანს ყინვას -15-160-მდე. იზრდება მშრალ, თიხიან, კირიან  ადგილზე. აქვს თვითნათესი. მერქანი მაგარი მკვრივი და მძიმე აქვს. ძალიან ლამაზი დეკორაციული მცენარეა.  
სრულად ნახვა...

ცეზალპინია იაპონური

ოჯახი -Leguminosae Juus-პარკოსნები გვარი -Caesalpinia -ცეზალპინია სახეობა -Caesalpinia japonica–ცეზალპინია იაპონური სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა, აზია. მარადმწვანე, ფოთოლმცვენი  2,5 მ სიმაღლის ბუჩქია, დიამეტრი 3სმ.  სწრაფმზარდი მცენარეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება I სექტორის N36 თარგში. ყვავილობს აპრილ-მაისში. ყვავილები ყვითელი ფერის  წითელი წინწკლებით  თავმოყრილია მდგომარე მტევნებად.  აქვს ძლიერი მოხრილი ეკლები და  ჩამოწეული გრძელი ტოტები, ზოგიერთი ტოტები მიწაზედაც ირთხმება.  მცენარეს ახასიათებს ტოტების დაფესვიანებით გამრავლება.  კარგად იზრდება როგორც ქვიან ისე ტენიან ნიადაგებზე იაპონური ცეზალპინია ძალიან ლამაზი და დეკორატიული მცენარეა.  
სრულად ნახვა...

ჩიტავაშლა

ოჯახი -Rosaceae-ვარდისებრნი გვარი -pyracantha roem -ჩიტავაშლა სახეობა -puracantha coccinia Roem-ჩვეულებრივი  ჩიტავაშლა სამშობლო ევროპა, აზია, იტალია, კავკასია.  იზრდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N4 თარგში. მარადმწვანე 3მ სიმაღლის ბუჩქია. დიამეტრი 9სმ. ვარჯის სიდიდე 5მX3მ.ტოტები ეკლებით აქვს დაფარული, ფოთლები ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი ღია ფერის. მრავალყვავილოვანია და დატოტიანებული. ყვავის მაისში თეთრი ფერის ყვავილებით. ნაყოფი პატარაა, მრგვალი ღია-წითელი ფერის. ნაყოფი მწიფდება გვიან შემოდგომით. აქვს შავი ფერის პატარა თესლები. მრავლდება თესლით.  ბოტანიკურ ბაღში დეკორატიულობის თვალსაზრისით შემოტანილ იქნა 1979 წელს თესლის სახით. .   ჩიტავაშლა არის დეკორაციული მცენარე, რომელსაც იყენებენ გამწვანებაში ჯგუფებად და სოლიტერებად.  
სრულად ნახვა...

დიდფოთოლა ჰორტენზია

ოჯახი Saxifragaceae DC-ფხიჯასებრნი გვარი Hydragea L.-ჰორტენზია სახეობა Hidragea macrophylia DC- დიდფოთოლა ჰორტენზია სამშობლო იაპონია. დასავლეთ და ცენტრალური ჩინეთი. კარგად ხარობს კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ტოტებშემართული ფოთოლმცვენი ბუჩქია. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N6 თარგში,სიმაღლით აღწევს 1,5 მეტრამდე. ყვავის ივნის-აგვისტოში, ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი მტრედისფერი, ვარდისფერი, შროშანისფერი ყვავილებით.  ადვილად მრავლდება ბუჩქის დაყოფით და კალმით. სწრაფმზარდი ბუჩქია. უყვარს სითბო, ტენი, ცუდად იტანს ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს, აგრეთვე ნიადაგში კირის შემცველობას. ფრიად დეკორაციული ბუჩქია. გამოიყენება დასავლეთ  საქართველოს ბაღ-პარკებში.  
სრულად ნახვა...