მცენარეები

ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი

Cephalotaxus fortune

ფორჩუნის  ცეფალოტაქსუსი
ეგზემპლარი № 121ცოცხალი კოლექცია

სამშობლო ჩინეთი.( ბუნებრივად გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ჩინეთის მთის ტყეებში) ორსქესიანი 10 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N4 თარგში, რომელიც სიმაღლით აღწევს 4 მეტრს, სიმსხოთი-5 სმ-ს და აქვს 1,0X1,5 ვარჯის პროექცია. მამრობითი ეგზემპლარია წიწვი გამოაქვს აპრილის მეორე ნახევარში. ყვავილობს აპრილში თესლნაყოფიერობს.კარგად გამოიყურება,

ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი ნელი მზარდია. კარგად იზრდება ღრმა, ნოყიერ, კარგად დრენირებულ ნიადაგზე-სანახევროდ დაჩრდილულ პირობებში, საკმაოდ გვალვაგამძლეა.

ფრიად დეკორაციული მცენარეა. გამოიყენება ძირითადად საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში დეკორაციულ მებარეობაში, განსაკუთრებით კარგია სოლიტერებად წინა პლანში.

← მცენარეები