მცენარეები

ორნაკვთიანი გინკგო

ოჯახი - Ginkgoaceae Engielim გინგკოსებრნი გვარი - Ginkgo L გინკგო სახეობა - Ginkgo biloba L ორნაკვთიანი გინკგო სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთი. ცოცხლობს 2000 წლამდე. მისი სიმაღლე    გინკგოსნაირთა რიგი წარმოდგენილია ერთადერთი სახეობით ორნაკვთიანი გინგკოთი  Ginkgo biloba. უძველესი წარმოშობის მცენარეა.  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მათი ხნოვანება 1930 წელს ვ.მირზაშვილმა (1934) 40-50 ,წლით განსაზღვრა, ე.ი მათი ინტროდუქციის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნას1880-1890წელი.   ზუგდიდის ბოტანიკური ბაღშიI სექტორის N36და N41თარგში არის 133 წლიანი გინკგო, რომლებიც საუცხოოდ გამოიყურებიან. აქვთ ნორმალურად განვითარებული ლამაზი ვარჯი და სწორი, ახოვანი ტანი. 2022 წელს ყვავილობა დაიწყო 12 აპრილს და დამთავრდა 28 აპრილს. ნაყოფის მომწიფება დაიწყო 27 აგვისტოს და დამთავრდა 29 სექტემბერს. ხოლო ფოთოლცვენა 25სექტემბერს და დამთავრდა 5 ოქტომბერს. ფოთოლმცვენია, რომლის სიმაღლე არის 35მ. დიამეტრი 90სმ. ვარჯის სიდიდე 10X11მ. უხვად იტოტება და ქმნის  პირამიდალურ ვარჯს. ყლორტები ორგვარია: გრძელი და დამოკლებული, გრძელ ყლორტებზე ფოთლები გაფანტულად არის განლაგებული. ფოთლები ყუნწიანია მარაოსებრი ფირფიტებით. ფოთლების ბოლო ორნაკვთიანია,  ღეროს ანატომიური აგებულება ემსგავსება წიწვოვანებისას. ორსახლიანი მცენარეა. ,,მამრობითი ყვავილედები“ მჭადას მსგავსია და მოთავსებულია დამოკლებული ტოტების წვერში.  დატოტვილი ყუნწის წვერზე წარმოიშობა ორი თესლკვირტი. ხასიათდებიან უხვი თესლნაყოფიერებით იძლევიან თვითნათესს, რომელიც ძირითადად გვხვდება  დედა მცენარის  ვარჯის ქვეშ.მათი აღმოცენება იწყება მარტის პირველ დეკადაში. თესლი დაფარულია სქელი კანით.  შეგუებულია ადგილობრივ-კლიმატურ პირობებს. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა.ნიადაგისადმი არ არის მომთხოვნი.ფრიად  ყინვა და  ქარგამძლე მცენარეა. დაუზიანებლად იტანს 34 გრადუს ყინვას. ხასიათდება სწრაფი ზრდით. მრავლდება თესლით, კალმით, მყნობით. თუმცა სასურველია შემოდგომით. გაზაფხულზე კი სტრატიფიცირებული თესლით, რომელიც აღმოცენდება რამდენიმე კვირაში. კარგი დაფესვიანების პროცენტს იძლევა გამერქნიანებული ყლორტიდან აჭრილი კალამი. გინგკოს მერქანი მეტად მსუბუქი და რბილია. გამოიყენება რბილი ავეჯის წარმოებაში, შესაფუთი ყუთების დასამზადებლად და სხვ. გინგკო მეტად ძვირფასი დეკორატიული ხეა. მისი ორიგინალური ფორმის ფოთოლი გაზაფხულსა და ზაფხულში ღია მწვანე, შემოდგომით კი ყვითელი და მოწითალო ფერისაა. მცენარის ორნამენტულ ვარჯს მეტ სილამაზეს ანიჭებს. შეიძლება მისი ფართოდ გამოყენება პარკმშენებლობაში ჯგუფების შესაქმნელად, სოლიტერად და ხეივნის გასაშენებლად, აგრეთვე დასახლებული პუნქტების გასამწვანებლად.
სრულად ნახვა...

ლანცეტური კუნინგამია

ოჯახი -Taxcaceae –F.W.Neger-ტაქსოდიასებრნი გვარი -Cuninghamia R. Br.-კუნინგამია სახეობა - Cuninghamia lanceolata Lamb. (C.Sinensis R. Br)-ლანცეტური კუნინგამია სამშობლო: სამხრეთ და და ცენტრალური  ჩინეთი. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროში, კავკასიაში თავის სამშობლოში კუნინგამია იზრდება 50 მეტრის სიმაღლემდე, ხოლო ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში III სექტორის N4 თარგში მისი სიმაღლე აღწევს 12 მეტრს, დიამეტრი 18სმ. ვარჯის პროექცია 3X2მ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია გასული საუკუნის 40-იან წლებში. (მირზაშვილი, 1934), მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. ერთსახლიანი. ღერო სწორი, ვარჯი პირამიდალური, ტოტები შიშველია, წიწვი ბრტყელი, მახვილისებრი, ბასრი და მჩხვლეტავი. ყლორტზე სპირალურად განლაგებული მამრობითი ყვავილები წაგრძელებული ცილინდრისებრია ფართო წამახვილებული დაბოლოებით. მდედრობითი გირჩი კვერცხის მოყვანილობისაა. გირჩი იმავე წელიწადს მწიფდება. თესლის გამოცვენის შემდეგ გირჩი ხეზე რჩება. მერქანი მჩატე, მტკიცე, არომატული, ადვილად დასამუშავებელი, ძნელად ლპობადი. მისგან ღებულობენ ეთეროვან ზეთს. მერქანი იხმარება, როგორც სამშენებლო მასალა. შეგუებულია ადგილობრივ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. აქვს მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემა. უყვარს ტენიანი ჰაერი და ზომიერად ტენიანი თიხნარი ნიადაგი. თვითნათესს  იძლევა. მრავლდება ძირკვის ამონაყრით, ფესვის ნაბარტყით, გადაწვენით, შემოდგომის კალმით (გვერდითი ტოტიდან უნდა აიჭრას) და რაც მთავარია თესლით. ვინაიდან თესლი მალე კარგავს აღმოცენების უნარს-იგი უნდა დაითესოს შეგროვებისთანავე. კარგი დეკორაციული მცენარეა წააგავს ბრაზილიურ არაუკარიას. განსაკუთრებით ლამაზია სოლიტერებად,  ბაღ-პარკებში დასარგავად.
სრულად ნახვა...

მარადმწვანე სექვოია

ოჯახი  Taxodiaceae-F.W. Neger- ტაქსოდიასებრნი გვარი Seqvoia Fndl -სექვოია სახეობა    -seqvoia sempervinens Endl მარადმწვანე სექვოია სამშობლო: ჩრ.აშშ-სანფრანცისკოს ჩრდილოეთით დასავლეთ კალიფორნიის მთები, სადაც იგი ადის ზღვის დონიდან 700მეტრზე ზევით, მისი ზრდის საუკეთესო პირობად ხეობათა დაბლობები და დაბალი მთის კალთები უნდა ჩაითვალოს.თავის სამშობლოში ზოგიერთი ეგზემპლარი გვხვდება ხუთი ათასი წლოვანების. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში II სექტორის N2 თარგში, ყველაზე ხნოვანის წლოვანება არის 144 წელი, ხოლო სიმაღლე 40 მეტრი. (მისი სიმაღლე ანცვიფრებს მნახველებს) დიამეტრი 140 სმ. ვარჯის პროექცია 11X10მ. მირზაშვილის მიხედვით (1934) ზუგდიდის პარკში 1929 წელს ყოფილა მარადმწვანე სექვოიას დაახლოებით 50 წლიანი ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კარგად თესლნაყოფიერობდა. (მისი მრავალი თესლი პართენოკარპული იყო და დღესაც ასეთივეა) ყლორტი ჯერ  მტრედისფერ მომწვანოა, შემდეგ მოწითალო-ყავისფერი. მარადმწვანე, ფოთლები სპირალურად განლაგებული. ბრტყელი ყვავილები ერთსქესიანი. გირჩები კაკლის ფორმისაა, რომელიც მეორე წელს მწიფდება. იძლევა კარგ ფესვის ნაბარტყს და ძირკვის ამონაყარს.კარგად მრავლდება კალმით, თესლი ცუდი აღმოცენების უნარით ხასიათდება.უყვარს ზომიერად ტენიანი ღრმა ნოყიერი ნიადაგები და ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა. ცუდად იტანს გვალვებს. ჩრდილის ამტანი და სწრაფმზარდია, აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა.  დაკალმებით მიღებულია რამდენიმე ძირი მცენარე, რომელიც ხარობს ბოტანიკურ ბაღში.აქვს უმაღლესი ხარისხის ძვირფასი მერქანი. ფრიად დეკორატიული მცენარეა. გამოიყენება დიდი ზომის პარკებში მაღალი ჯგუფებისა და ლამაზი ახოვანი ხეივნების შესაქმნელად. კარგია აგრეთვე მაღალ სოლიტერებად.
სრულად ნახვა...

ჩვეულებრივი ურთხელი

ოჯახი -Taxcaceae ურთხლისებრნი გვარი - Taxus ურთხელი სახეობა - Taxus  Baccata L.ჩვეულებრივი ურთხელი             გავრცელებულია ჩრ. ამერიკაში, ევრაზიაში, ყირიმსა და კავკასიაში.             მარადმწვანე ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N10 თარგში ხარობს ერთადერთი ძირი, რომლის სიმაღლე 8 მ-ია, დიამეტრი 42სმ. ვარჯის პროექცია 6X4მ. მისი წიწვი ზევიდან მუქი, ქვევიდან  კი მკრთალი მწვანე ფერისაა და წაწვეტიანებული. წიწვის წვერი სწორია, წვეტიანი მწვანე ფერის ეკლით. მდედრობით ყვავილში ერთი თესლკვირტი ზის. მამრობითი ყვავილი ერთეულია სფეროსებრი. თესლს მაგარი ყვავილი აკრავს. თესლი მწიფდება შემოდგომით. მრავლდება ძირკვის ამონაყრით, თესლით და კალმით, მაგრამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, არც ამონაყარი შეიმჩნევა და არც თესლით მრავლდება. ნელმზარდია. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. მერქანი მძიმეა წითელი ფერის გულით, სიდამპლის მიმართ გამძლეა. მერქანი, წიწვი, და ქერქი შეიცავს ალკალოიდ ტაქსინს, რომელიც მომწამვლელია ადამიანისათვის.  მერქანი გამოყენებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარის, ავეჯის და ფანერის დასამზადებლად,  რამაც ეს მცენარე მიიყვანა მასობრივ განადგურებამდე. საქართველოს  „წითელი წიგნსა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“  შეტანილი მცენარეეა.  გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს ფართოდ გამოყენებულია ბაღ-პარკებისადა გაზონების გასამწვანებლად. კარგად იტანს გასხვლა გაფორმებას. ოჯახი -Taxcaceae ურთხლისებრნი გვარი - Taxus ურთხელი სახეობა - Taxus  Baccata L.ჩვეულებრივი ურთხელი             გავრცელებულია ჩრ. ამერიკაში, ევრაზიაში, ყირიმსა და კავკასიაში.             მარადმწვანე ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N10 თარგში ხარობს ერთადერთი ძირი, რომლის სიმაღლე 8 მ-ია, დიამეტრი 42სმ. ვარჯის პროექცია 6X4მ. მისი წიწვი ზევიდან მუქი, ქვევიდან  კი მკრთალი მწვანე ფერისაა და წაწვეტიანებული. წიწვის წვერი სწორია, წვეტიანი მწვანე ფერის ეკლით. მდედრობით ყვავილში ერთი თესლკვირტი ზის. მამრობითი ყვავილი ერთეულია სფეროსებრი. თესლს მაგარი ყვავილი აკრავს. თესლი მწიფდება შემოდგომით. მრავლდება ძირკვის ამონაყრით, თესლით და კალმით, მაგრამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, არც ამონაყარი შეიმჩნევა და არც თესლით მრავლდება. ნელმზარდია. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. მერქანი მძიმეა წითელი ფერის გულით, სიდამპლის მიმართ გამძლეა. მერქანი, წიწვი, და ქერქი შეიცავს ალკალოიდ ტაქსინს, რომელიც მომწამვლელია ადამიანისათვის.  მერქანი გამოყენებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარის, ავეჯის და ფანერის დასამზადებლად,  რამაც ეს მცენარე მიიყვანა მასობრივ განადგურებამდე. საქართველოს  „წითელი წიგნსა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“  შეტანილი მცენარეეა.  გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს ფართოდ გამოყენებულია ბაღ-პარკებისადა გაზონების გასამწვანებლად. კარგად იტანს გასხვლა გაფორმებას.
სრულად ნახვა...