მცენარეები

ქაღალდის ხე, ბრუსონეცია

 ოჯახი Moraceae  თუთისებრნი  გვარი Brussonetia  ბრუსონეცია  სახეობა Brussonetia papyriferaქაღალდის ხე, ბრუსონეცია სამშობლო: იაპონია კორეა. 10-15 მ სიმაღლი ხეა. გაშლილი ფართო ვარჯით, ფოთლები დიდი, კვერცხისებრი ან დანაკვთულია. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში II სექტორის N1 თარგში იზრდება ბრუსონეცია, რომელიც  წარმოადგენს დაღუპული ეგზემპლარის ფესვის ნაბარტყს, იგი მდედრობითიეგზემპლარია, 40 წლის ასაკში სიმაღლეში აღწევს 10 მეტრს, დიამეტრში 45 სმ, ვარჯის პროექცია- 14X15მ. ჯანსაღი გარეგნობა აქვს, შეფოთვლას იწყებს და ამთავრებს აპრილის II და  III დეკადაში. ყვავის მაისში, ნაყოფს ვერ იმწიფებს, ვინაიდან ბაღში არ არის მამრობითი ეგზემპლარი. საკმაოდ გვალგვა გამძლე მეზოფიტია ყინვას უძლებს, ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, იზრდება სწრაფად და ადვილი გასაშენებელიცაა,2-3 წლიანი ყლორტის ქერქისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი. დეკორატიულია, განსაკუთრებით მდედრობითი ეგზემპლარები როდესაც ვარჯი დამშვენდება ნარინჯისფერი მწიფე ნაყოფებით. გამოიყენება ბაღ-პარკებში  და ქუჩების გამწვანებაში
სრულად ნახვა...

კავკასიური ცაცხვი

ოჯახი -Tiliaceae -ცაცხვისებრთა გვარი -Tilia -ცაცხვი სახეობა -Tiliacaucasica-კავკასიური ცაცხვი სამშობლო სამხრეთ შვეცია, დასავლეთ ევროპა. გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N58 თარგში  სიმაღლით აღწევს 26 მეტრს, დიამეტრით 90სმ, ვარჯის პროექცია 17მX16მ. ყვავის ივნის ივლისში. თესლი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.  ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა. აქვს ღონიერი, მიწაში ღრმად გადგმული ფესვთა სისტემა: პირველ წლებში ხასიათდება ნელი ზრდით, შემდეგ კი ზრდის ტემპი სწრაფად იზრდება. გვხვდება ნაირგვარ ნიადაგებზე, მაგრამ კარგი განვითარებისთვის საჭიროებს ჰუმუსით მდიდარ, დრენირებულ ტენიან ნიადაგებს. მეტად მშრალ და მლაშე ნიადაგებს ვერ ეგუება. იძლევა ძირკვის ამონაყარს, მრავლდება ძირითადად  თესლით.  ყვავილს ოდითგანვე იყენებენ მედიცინაში, მის ზეთს პარფიუმერიაში, ფუტკარს აძლევს უხვ ღალას, განთქმული უმაღლესი ხარისხის თაფლის მისაღებად. მერქანი რბილი, მჩატე, მკვრივი, თეთრი ფერისაა. ადვილად იპობა, მუშავდება და კარგად პრიალდება, მისგან ამზადებენ  ფიცარს, ასანთს. მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კასრებს, ყუთებს, გობებს, ხის ჯამ-ჭურჭელს და სხვ. ფრიად დეკორატიულია, ფართოდ იყენებენ ქუჩის გამწვანებაში, ბაღებსა და პარკებში დიდ სოლიტერად, ჯგუფურ ნარგაობად და ხეივნების გასაშენებლად.
სრულად ნახვა...

ჩვეულებრივი ცხენისწაბლა

ოჯახი -Hippocastaniaceae-ცხენისწაბლასებრნი გვარი - Aesculus -ცხენისწაბლა სახეობა - Aesculus hippocastanium -ჩვეულებრივი ცხენისწაბლა სამშობლო  ჩრდილოეთ საბერძნეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძული. ფოთოლმცვენი 28 მ. სიმაღლის ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N10 თარგში იზრდება  ფართო კვერცხისებრი ფორმის ვარჯით, დიამეტრი  89სმ.იზრდება სწრაფად. ტენიანი და ნოყიერი ნიადაგის მომთხოვნია. ფოთლები15-20სმ სიგრძის ყუნწზე სხედან. ფოთოლაკები შებრუნებულ-კვერცხისებრნი არიან, მჯდომარეები, რიცხვით 5-7. ყვავის აპრილ მაისში მოზრდილ საგველა ყვავილედში თავმოყრილი თეთრი ფერის წითლად დაწინწკლული ყვავილებით. ნაყოფები მოთავსებულია ეკლიან ბუდეში. სამკურნალო და დეკორაციული მცენარეა.
სრულად ნახვა...

სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა

ოჯახი -Sterkuliaceae schott-სტერკულიასებრნი გვარი -Firmiana morsili.-ფირმიანა სტერკულია სახეობა -Sterkulia platranifolia-სტერკულია, ჩვეულებრივი ფირმიანა სამშობლო ჩინეთი, იაპონია. ფოთოლმცვენი 16მ სიმაღლის ხეა. იზრდება  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის I სექტორის N12 თარგში რომლის დიამეტრი 21სმ. ვარჯის სიდიდე4X3მ. ფოთლები ფართო გრძელი ყუნწით. მისი სწორი უტოტო ტანი   გლუვი კანით ცილინდრულია და მთლიანად მწვანე ფერის. ყვავილები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ნაყოფი კოლოფია, რომლის გვერდებზე მიმაგრებულია მუხუდოსოდენა დანაოჭებული, მწვანე მოყვითალო ფერის გარსიანი თესლები. აქვს ლამაზი მერქანი, რომელიც გამოყენებულია თოკების დასამზადებლად.
სრულად ნახვა...

დრუმინდის საპნის ხე

ოჯახი - Sapindaceae  juus- საპინდისებრნი გვარი -Sapindus L- საპინდუსი ანუ საპნის ხე სახეობა -Sapindus drumondii Hook at. Aruc-დრუმინდის საპნის ხე  სამშობლო ანტალიის კუნძულები.  ფოთოლმცვენი 13-14 მ სიმაღლის და 20 სმ დიამეტრის  ხეა. საპნის ხე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში  იზრდება II სექტორის N 12 თარგში, რომელიც ინტროდუცირებულია 1945-1948წწ. 2-3 წლიანი ნერგების სახით.  მიეკუთვნება ტექნიკურ მცენარეებს. ყვავილები მტევნისებურ ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავის მაისში. ფოთლები კენტფრთართულია, მორიგეობით განლაგებული. მისი მწიფე ნაყოფი დაფარულია დაჭმუჭნული ყვითელი-მოყავისფრო ტყავით, რომელიც 40%-მდე საპონინს შეიცავს. საპონინი ტყავის ექსტრატის სახითა. მის სამშობლოში, ისევე როგორც ჩინეთში იაპონიასა და ინდოეთში საპნის მაგიერ იხმარება. ნაყოფი სიმსხოთი 1 სმ-ს არ აღემატება. თესლი შავი ფერისაა. საპონინს გარდა თესლისა შეიცავს  ქერქი და ფესვები. მისი თესლის გამოხდით ღებულობენ ზეთს, რაც  შესაძლებელია მოხმარებულ იქნეს მწვანე საპნის მაგიერ. ასევე  სხვადასხვა ხსნარების დასამზადებლად ბაღის მავნებლებთან საბრძოლველად.
სრულად ნახვა...

ცრუ ქაფურის ხე

ოჯახი - lauraceae Lindl დაფნისებრნი გვარი - Cinnamomum  blume  ცინამომუმი სახეობა - cinnmomum glandiliferum (wall) meissen  ცრუ ქაფურის ხე   სამშობლო: ინდოეთი,  ჩინეთი.  გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში. სამხრეთ საფრანგეთში. ალჟირში.  იზრდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის II  სექტორის N6 თარგში. დიდი ხეა, რომლის სიმაღლეა 26 მეტრი, დიამეტრი 30 სმ. ვარჯის პროექცია6X8მ. მარადმწვანე ხეა. ფოთლები ტყავისებრი მოპირდაპირედ განლაგებული. მარტივი კვერცხისებრი ფორმის ბადისებრი დაძარღვით. ფოთლის ზედაპირი მუქი მწვანეა, ქვედა მხარე ოდნავ მონაცისფრო, კიდემთლიანი.ყვავილი პატარა ფორმისაა. ორსქესიანი, მოყვითალო ფერის. ყვავის მაისში. ყვავილები შეკრებილია მოკლე ფარისებრ საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კენკრაა. მოყვითალო ფერის. დამწიფებისას ხდება მუქი ლურჯი ფერის. მისი გარსი რბილია და არომატული, ქაფურის სუნით. კურკა მაგარი მრგვალი ერთთესლიანი. იძლევა თვითნათესს. სწრაფმზარდია. შეგუებულია ადგილობრივ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. მერქანი ლამაზია, სასიამოვნო სუნით, ხმარობენ ავეჯის წარმოებაში. გამოყენებულია ქაფურისა და ცელულოზის მისაღებად. ქაფური ფართო გამოყენებას პოულობს მედიცინაში.   დეკორატიული მცენარეა. დასავლეთ საქართველოში გამოყენებულია მწვანე მშენებლობაში, ხეივნების შესაქმნელად.
სრულად ნახვა...

სურნელოვანი ოსმანთუსი

ოჯახი -Oleaceae lindl–ზეთისხილისებრნი გვარი -Osmanthus.-ოსმანთუსი სახეობა -Osmanthus fragrans lous-სურნელოვანი ოსმანთუსი სამშობლო ჩინეთი, იაპონია. მარადმწვანე ხეა  3-4მ სიმაღლისა,და 12სმ.დიამეტრის. I სექტორის N41   თარგში ზრდება პატარა ზომის ლამაზ ხედ. ფოთლები სქელი, ტყავისებრ ელიფსისებრია წაგრძელებული, წაწვეტიანებული, ფუძისკენ შევიწროებული, ღია მწვანე ფერის. ყვავის სექტემბერ- ოქტომბერში მოყვითალო ფერის მეტად სურნელოვანი ყვავილებით. არ ნაყოფმსხმოიარობს. ნელმზარდი მცენარეა. მრავლდება თესლით, კალმებით და ფესვის ამონაყრებით.
სრულად ნახვა...

აღმოსავლეთის ჭადარი

ოჯახი Platanaceae L. lindl -ჭადრისებრნი გვარი  Platanus L.-ჭადარი სახეობა Platanus orientalis l. - აღმოსავლეთის ჭადარი სამშობლო მცირე აზიის სამხრეთ მხარე და დასავლეთ ნაწილი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N4 თარგში. როგორც გადმოცემა გვაუწყებს დავით დადიანის დროსაც ხეივნებად ყოფილან დარგული, რაც დღემდე შენარჩუნებულია. ხეივნის სიგრძე არის 1182 მეტრი. მათ შორისყველაზე დიდი მცენარის სიმაღლეა 30 მ. დიამეტრი147სმ. ვარჯის პროექცია 15X10მ. ფოთოლმცვენი მცენარეა. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. რთული თათისებრი ფორმის ყვავილები პატარა ზომის ერთსქესიანია. ნაყოფი მრავალთესლიანი, რომელიც მცენარეზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულზე ცვივა. იზრდება სწრაფად. შეგუებულია ადგილობრივ-კლიმატურ ნიადაგობრივ პირობებს. იძლევა თვითნათესს. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. კარგი დეკორაციული მცენარეა. რგავენ ქარსაფარ ზოლებში, გზების ნაპირებზე და ბაღ-პარკების მსენებლობაში.
სრულად ნახვა...