მცენარეები

მარადმწვანე ლეგა მუხა

ოჯახი  Fagaceae A. ER-წიფლისებრნი გვარი  Quercus- L მუხა სახეობა   Quercus Glauca Thunb -  მარადმწვანე  ლეგა მუხა სამშობლო: იაპონია,კორეა ჩინეთი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნ. კურდღელიას გადმოცემით 1943-44 წლებში დაუთესიათ, ამჟამად I სექტორის N20 თარგში იზრდება ყველაზე დიდი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით აღწევს  45 მეტრამდე დიამეტრით 60 სმ. ვარჯის პროექცია 17X9 მ. ჯანსაღი გარეგნობა აქვს, უხვად ინვითარებს თვითნათესს.  ყვავის აპრილის  II დეკადიდან III დეკადის  ბოლომდე. ყლორტიხ ზრდა იწყება აპრილის  პირველ რიცხვებში და მთავრდება მაისის   I დეკადაში,     ნელ მზარდ მცენარედ ითვლება, ჩრდილის  ამტანია. დაუზიანებლად იტანს დაბალ ტემპერატურებს  -12 -13 გრადუსამდე.  კარგი ზრდით ხასიათდება  ნოყიერ  დრენირებულ ნიადაგებზე.  ცუდად იზრდება თხელ, მშრალ ნიადაგებზე,  დეკორატიულია. ძირითადად გამოიყენება სოლიტრად და ჯგუფური ნარგავების სახით.
სრულად ნახვა...

წაბლფოთოლა მუხა

სამშობლო კავკასია  ფოთოლმცვენი, საკმაოდ მოზრდილ ხეა, რომელიც 20-25 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, იშვიათ შემთხვევებში კი 40 მეტრამდე შეიძლება მიაღწიოს. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N2 თარგში, რომელიც სიმაღლით აღწევს  18 მეტრამდე  და დიამეტრში 60 სმ-მდე. აქვს ტყავისებური, უკუკვერცხისებრი ქვემოდან უფრო მკრთალი და შიშველი ან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი ფოთლები, ფოთლის ქვედა მხარე  უფრო ღია მწვანეა, რომელიც ცნობილია  ძალიან მოკლე  სანაყოფე ყუნწებით. 1-2 ან რამდენიმე რკო ერთადაა შეკრებილი.  აქვს მაგარი მერქანი. იყენებენ  სამშენებლო მასალად. საავეჯო მრეწველობაში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს  დეკორატიულია. გამოყენებულია მშრალი ადგილების  გასამწვანებლად, ჯგუფებად და ერთეულებად.  
სრულად ნახვა...

ჭაობის ანუ ორზოლიანი ტაქსოდიუმი

გავრცელებულია  ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ  ნაწილში (ლუიზიანა, ტეხასი, არკანზასი, კაროლინა, მერილანდი და ფლორიდა) სადაც იზრდება ჭაობებსა და მდინარის ნაპირებე. აღწევს 50 მეტრამდე სიმაღლეს. 3-4 მეტრამდე  დიამეტრს და ცოცხლობს ათას წელს.  ჭაობის  ანუ ორზოლიანი ტაქსოდიუმი დაჭაობებულ ადგილებში ინვითარებს საჰაერო ფესვებს, რის მეშვეობითაც ფესვებს არ ესპობა სუნთქვის საშუალება და მცენარეს ჭაობში თავისუფალი ზრდის უნარი.   ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს ჭაობის  ტაქსოდიუმის 60 წლამდე ხნოვანების 1 ეგზემპლარი, რომელიც მაშინ ერთადერთს წარმოადგენდა. აღწევდა სიმაღლეში 18 მეტრს და დიამეტრში 60სმ. ამჟამად ეს ხე ადგილზე არ არის. მისი დაღუპვის მიზეზი გაურკვეველია.  დღეისათვის   III სექტორის N4 თარგში  იზრდება 25 მეტრამდე სიმაღლის, რომლის დიამეტრი არის 50 სმ. კარგად გამოიყურება, სუსტად თესლნაყოფიერობენ. თვითნათესი შემჩნეული არ არის.   ჭაობის ტაქსოდიუმი სინათლის მოყვარულია, იტანს ხანმოკლე დაბალ ტემპერატურას-30 გრადუსამდე.     მერქანი მეტად გამძლე აქვს, კარგად უძლებს ტენს, ძვირფასი დეკორატიული ღირსებების გამო კარგია როგორც ერთეული, ისე ჯგუფური ნარგავების შესაქმნელად და ლამაზი ხეივნების გასაშენებლად.
სრულად ნახვა...

სულანჟის მაგნოლია

ოჯახი  Magnoliaceae  J.S.T.Hil- მაგნოლიასებრნი გვარი  Magnolia L.-მაგნოლია სახეობა Magnolia  soulangiana Soul.Bod-სულანჟის მაგნოლია  შიშველი მაგნოლიისა და შროშანაყვავილა მაგნოლიის ჰიბრიდია. გვხვდება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთოლმცვენი დაბალი ტანის ხე ან დიდი ბუჩქია.  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N28 თარგში 8 მეტრ სიმაღლეს აღწევს- დიამეტრით 28 სმ, ვარჯის პროექცია 11X12 მ. ყვავილობენ მაგრამ თესლს არ იძლევიან. ყვავილი საკმაოდ  დიდი ძირითადად წითელი ან მოწითალო- ვარდისფერი,სურნელობას მოკლებულია, იშლება ფოთლების გაშლასთან ერთად, თუმცა ხეზე ზაფხულის  პერიოდშიც გვხვდება ზოგჯერ აქა-იქ გაშლილი.    საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ გვალვასაც ვერ იტანს. იძლევა ძირკვის ამონაყარს და ფესვის ნაბარტყს.  დეკორატიულია, გამოიყენება ბაღ-პარკებში ჯგუფურ ნარგავებად და სოლიტერად.
სრულად ნახვა...

ყუნწშაქარა ჰოვენია

ოჯახი Rhamnaceae  R.BR.-ხეჭრელისებრნი       გვარი  Howenia Thunb-კამფეტის ხე ანუ ჰოვენია      სახეობა Hovenia dulcis Thunb-ყუნწშაქარა ჰოვენია  სამშობლო: ჩრდილოეთ და ცენტრალური ჩინეთი, ჰიმალაი,სამხრეთ იაპონია. სამშობლოში 15-20მ სიმაღლეს და 40-50სმ დიამეტრს აღწევს.  ფოთოლმცვენი სწორტანოვანი ხეა, ფართო, მომრგვალებული სქელი ვარჯით. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება  II სექტორის N12 თარგში, დარგულია  1945-1948 წლებში, რომელიც სიმაღლით აღწევს 25 მეტრს და  სიმსხოთი 35 სმ. ვარჯის პროექცია 7მX6მ. ხასიათდება კარგი ზრდა-განვითარებით, ყვავილობს მომწვანო-თეთრი, წვრილი, სურნელოვანი ყვავილებით მაისს-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ყუნწშაქარა სწრაფად იზრდება, იტანს დაჩრდილვას, სითბოს მოყვარულია. ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, მაგრამ კარგად იზრდება და ვითარდება სილნარ ნიადაგებზე, ქარისაგან დაცულ მზიან ადგილებში. მრავლდება თესლით, ფესვისა და მწიფე ყლორტის კალმებით მინის ქვეშ.  მერქანი ძვირფას მასალას იძლევა ავეჯის მრეწველობისათვის. დამწუფებისას ნაყოფის ხორციანი ყუნწი არომატული ტკბილი და გემრიელია.  დეკორატიულია. გამოიყენება სოლიტერად. მცირე  ჯგუფურ ნარგავებად, ხეივნების გასაშენებლად.
სრულად ნახვა...

იაპონიის თუიოპსისი

  ოჯახი Cupressaceae F.W. Nege-კვიპაროზისებრნი   ქვეოჯახი  Thujoides Pilj-თუიასებრნი   გვარი 1. Thujopsis Sieb .et Zucc.-თუიოპსისი    სახეობაThujopsis dolobrata Sieb.et Zucc -იაპონიის თუიოპსისი    სამშობლო ცენტრალური იაპონია. გავრცელებულია მთის ტყეებში ტენიან ნიადაგებზე ზღვის დონიდან 400-დან 1000-მეტრამდე.ერთბინიანი ხეა.სიმაღლით 35მ, დიამეტრით კი0,7მეტრი.    ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N3 თარგში იზრდება ახალგაზრდა ეგზემპლარი   ნელ მზარდია. იტანს დაჩრდილვას, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს. კარგად ხარობს ტენიან თიხნარ ნიადაგებზე. მისი დაბუჩქული ფორმა ყინვაგანძლეობით ხასიათდება.   მრავლდება თესლით, ლამაზი დეკორატიული მცენარეა. კარგია სოლიტერად და ჯგუფურ ნარგავებში.
სრულად ნახვა...

დიდყვავილა მაგნოლია

ოჯახი  Magnoliaceae  J.S.T.Hil- მაგნოლიასებრნი გვარი  Magnolia L.-მაგნოლია სახეობა Magnolia grandiflora L -დიდყვავილა მაგნოლია   სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა. გავრცელებულია ძირითადად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სამეგრელოსა და იმერეთში.   მარადმწვანე 30 მ.სიმაღლის ხეა მძლავრი,ფართო პირამიდული ვარჯით.აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები, ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული. მოყვითალო ალისფერი თესლი მომწიფებისას ჩამოეკიდება ბუდიდან წვრილი ძაფებით.ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება,არამედ თანდათან-მაისიდან დაწყებული შუა ოქტომბრამდე,ამიტომ ვარჯში ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე გაშლილი ყვავილი შეინიშნება.  ამჟმად ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში II სექტორის N4 თარგში ყველაზე დიდი  ეგზემპლარი  რომლის სიმაღლე იყო 28 მეტრი და დიამეტრი145 სმ, ვარჯის პროექცია 17X23მ გახმა და იმავე თარგში დაირგო 3 ახალი ეგზემპლარი,რომლებიც სიმაღლეში აღწევენ 4 მეტრს.  ხასიათდება სინათლისა და ტენისადმი საშუალო მომთხოვნელობით, ნიადაგს კი დიდ მოთხოვნილებას უყენებს. კარგად იზრდება ღრმა მსუყე,ზომიერად ტენიან თიხნარ ნიადაგზე. ცუდად იტანს მშრალ კირიან თიხიან და ეწერ  ნიადაგებს. სითბოს მოყვარულია, ქარგამძლეა. მერქანი რბილი, მსუბუქი და ელასტიურია. კარგია ფირფიცრების დასამზადებლად, ფოთოლი შეიცავს რუტინს, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში. მრავლდება თესლით( თესლი მალე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ საჭიროა დაითესოს მომწიფებისთანავე. ასევე მრავლდება კალმით. მყნობით, ძირკვის ამონაყრით. დიდყვავილა მაგნოლია მეტად დეკორატიული ღირსებებით ხასიათდება. იგი თავისი სილამაზით ერთნაირად ამშვენებს დასავლეთ საქართველოს როგორც ბაღ პარკებს ისე ქალაქის ქუჩებსა და მოსახლეობის კარმიდამოს. კარგია  პარკებში სოლიტერად, პატარა  გჯუფებად, სეივნების მოსაწყობად და პატარა მასივებად.
სრულად ნახვა...

ევროპის წიფელი

ოჯახი  Fagaceae A.Br.--წიფლისებრნი გვარი  Fagus L.-წიფელი სახეობა  Fagus Silvatica L-ევროპის წიფელი  სამშობლო-დასავლეთ  ევროპა (სადაც  უზარმაზარი ტყის მასივებს ქმნის) 30-50 მეტრამდე  სიმაღლის ხეა კვერცხისებრი განიერი ვარჯით.   ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ტიპიური ფორმა არ ყოფილა ინტროდუცირებული. I სექტორის N4 თარგში  იზრდება ერთი ეგზემპლარი    სიმაღლით 18-20 მეტრამდე  და დიამეტრში 50სმ-მდე, რომელიც ძირკვის ამონაყრისაგან არის ამოსული. მის მერქანს საუკეთესო ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს, მეტად გამძლეა წყალში. ნაყოფი (წიწიბო) მდიდარია  ცხიმით, შეიცავს ალკალოიდს ფაგინს.    ფრიად დეკორატიულია. საჭიროა მისი ფართო მასშტაბით გავრცელება საქართველოს ბაღ-პარკებსა და ტყე-პარკებში.
სრულად ნახვა...