ატლასის კედარი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი

გვარი Cedrus mill- კედარი

სახეობა   Cedrus  atlantica manetti  ატლასის კედარი

გავრცელებულია-ყირიმში, კავკასიის შავიზღვისპირეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ კავკასიაში.

 ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში არის ერთი ეგზემპლარი, რომელიც იზრდება II სექტორის N1 თარგში. რომლის ხნოვანება დაახლოებით 100 წელია., მისი სიმაღლე  აღწევს 25მ. დიამეტრი 45სმ. ვარჯის პროექცია 7X6მ. ახასიათებს გრძელი და შემოკლებული ტოტები. თითოეულ შემოკლებულ ტოტზე შეჯგუფებულია 20-30 წიწვი. თვითონ წიწვი ხეშია, მოვერცხლისფრო, ზამთრობით არ ცვივა. ყინვაგამძლეა. არ ყვავილობს. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. მერქანი მტკიცეა და ძვირფასი. შეგუებულია კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. გამოყენებულია გემთმშენებლობაში, ბინათნშენებლობაში.

როგორც დეკორაციული მცენარე რგავენ საკურორტო და საქალაქო გამწვანებაში.ტყე-პარკებსა და პარკებში.