ოჯახი Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი
გვარი PInus- ფიჭვი
სახეობა pinus Jeffreyi -ჟოფრეის ფიჭვი
სამშობლო: ხმელთაშუაზღვის ოლქი, პორტუგალია, მცირე აზია
20-25 მ სიმაღლის ხეა ქოლგისებრი ვარჯით. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს (1934) აღწერილი აქვს 1 ეგზემპლარი, რომელიც ერთადერთი ყოფილა, ისიც მეტად დაჩრდილული და დაჩაგრული. უზარმაზარი ხეებისაგან, ტოტების თითქმის 2/3 ნაწილი შემხმარი ქონია, (ზომით: სიმაღლე-25 მეტრამდე, დიამეტრი- 50სმ) მსხმოიარობა დამაკმაყოფილებელი. ამ პირობებში ეს ეგზემპლარი მალე დაღუპულა.
ამჟამად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხარობს III სექტორის N4 თარგში, რომლის სიმაღლე არის 45 მეტრი დიამეტრი 55 სმ, ვარჯის პროექცია 15X10მ. კარგად თესლნაყოფიერობს,. თვითნათესი შემჩნეული არ არის. თესლი საკმაოდ მსხვილი აქვს.
ახალგაზრდობაში ხასიათდება სწრაფი ზრდით, შემდეგ ზრდა ნელდება, სინათლის მოყვარულია. გამოირჩევა გვალვაგამძლეობით. იტანს ხანმოკლე ყინვას. ნიადაგისადმი დაუდევარია-ეგუება მწირ ნიადაგებს. იზრდება კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშნარებზეც.
ფრიად დეკორატიულია. ლამაზია, როგორც სოლიტერად, ისე ღია ადგილებში პატარა ჯგუფებად, ულამაზესი ხეივნების შესაქმნელად.