დასავლეთის აკაკი

ოჯახი - Ulmaceae Mirb-თელასებრნი

გვარი -Celtis L-აკაკი

სახეობა Celtis occidentalis L-დასავლეთის აკაკი

  სამშობლო: ჩრდილოეთ ამერიკა. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში   I სექტორის  N5 თარგში იზრდება  3 ძირი სხვადასხვა ხნოვანების, რომელთაგანაც ყველაზე დიდი დაახლოებით 40-50 წლიანი დედა მცენარე სიმაღლით აღწევს  18 მ,  დიამეტრით 79სმ,  ვარჯის პროექცია 16X 8მ. ყველაზე  ახალგაზრდა  კი შესაბამისად-8მ, დიამეტრი 10 სმ, ვარჯის პროექცია 8X7. აქვთ ჯანსაღი გარეგნობა. შეფოთვლას იწყებენ და ამთავრებენ აპრილის თვეში, ყვავილობას-იმავე თვეში. ნაყოფი უმწიფდებათ ივლის  აგვისტოში. ფოთოლცვენა ეწყებათ ოქტომბრის პირველ რიცხვებში და უმთავრდებათ იმავე თვის ბოლოს.

      სინათლის მოყვარული, მეტად გვალვაგამძლე და სწრაფმზარდია.

      დეკორატიულია. გამოიყენება სკვერებსა, ბაღებსა და პარკებში ერთეული და ჯგუფური ნარგაობის სახით. კარგია მშრალი ქვიშიანი ფერდობების გასამწვანებ