ბიგნონიასებრი კატალპა

სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ  აღმოსავლეთი ნაწილი.

  ფოთოლმცვენი 15-20 მეტრამდე  სიმაღლისა და  1-1,2 სმ -დე  დიამეტრის ხეა, გაშლილი ქოლგისებრი ვარჯით. აქვს მსხვილი, კვერცხისებრი, 10-12 სმ სიგრძისა და 10-15 სმ სიგანის  უხეში  ფოთოლი, მსხვილი, თეთრი ფერის ყვავილები, რომელებიც დაფარულია  მოყვითალო-წითელი წინწკლებით. (შიგნიდან გასდევს ორი მოყვითალო ზოლი)-თავმოყრილია ფართო პირამიდულ საგველა ყვავილედში.

 ვ. მირზაშვილის  (1934)  ცნობით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1929 წლისათვის ერთადერთი ახალგაზრდა ეგზემპლარი ყოფილა, რომელიც ამჟამად ამაყად  დგას III  სექტორის N4 თარგში , რომელიც სიმაღლეში აღწევს  14 მეტრს  დიამეტრში 64სმ. ვარჯის პროექცია  4X3მეტრს. ჯანსაღად გამოიყურება, იფოთლება  აპრილ-მაისში. ფოთოლი ცვივა  ოქტომბერ-ნოემბერში, ყვავილობს ივნისში, ნაყოფი უმწიფდება სექტემბერ-ნოემბერში, იძლევა თვითნათესს.

   ბიგნონიასებრი კატალპა სინათლის მოყვარულია. დაჩრდილვას ცუდად იტანს. ყინვაგამძლეა, უყვარს ტენი. მშრალ ადგილებში არადამაკმაყოფილებელი ზრდა აქვს. ნიადაგისადმი მომთხოვნია. სწრაფად  იზრდება ტენიან, ნოყიერ, თბილ ნიადაგებზე.. მერქანი მჩატე, მაგრამ მეტად მაგარია,  კარგად მუშავდება და კრიალდება. გამოიყენება  საავეჯო წარმოებაში.

ფრიად  დეკორატიულია. იყენებენ სოლიტერად, ჯგუფურ ნარგავებად, ხეივნების  გასაშენებლად  და ქუჩების გასამწვანებლად.