ინდოეთის ლაგერშტრემია, ირმის რქა

ოჯახი -Lythraceae Lindl-ცოცხმაგარასებრნი

გვარი -Lagerstroemia L-ლაგერშტრემია

სახეობა Lagerstroemia indica L -ინდოეთის  ლაგერშტრემია,  ირმის რქა

 

სამშობლო ჩინეთი, იაპონია, კორეა.ფოთოლმცვენი დაბალი ტანის ხეა ან ბუჩქია.

   ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს 10-15 სმ სიმსხოსა და 4-7 სმ სიმაღლის 40-მდე ძირი ლაგერშტრემია. ამჟამად  ზოგი მათგანი ადგილზე არ არის. 

  დღეისათვის I სექტორის N3 თარგში  იზრდება დიდი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით აღწევს 8 მეტრამდე, დიამეტრში 26სმ, ვარჯის პროექცია 6X4. აქვთ კარგი და ჯანსაღი გარეგნობა. იფოთლებიან აპრილში, ყვავიან უხვად და ხანგძლივად (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) კენწრულ საგველა ყვავილედში თავმოყრილი მეტად ლამაზი, ვარდისფერი ყვავილებით. ფოთოლი სცვივათ სექტემბერ-ოქტომბერში. არ ნაყოფიერობენ. უხვად იძლევიან ძირკვის ამონაყარს.

  ინდოეთის  ლაგერშტრემია მრავლდება თესლით და მწიფე  კალმით. თესლიდან მიღებული მცენარე აყვავებას იწყებს 2-3 წლის ხნოვანებაში, ხოლო კალმიდან ერთ წელიწადში. უყვარს განათებული ადგილები. ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის.

   ეფექტური დეკორატიული მცენარეა.ფართოდ იყენებენ ბაღ-პარკებში სოლიტერად, ჯგუფური ნარგავების სახით და პატარა ხეივნების შესაქმნელად.