ოჯახი Fagaceae A. ER-წიფლისებრნი
გვარი Quercus- L მუხა
სახეობა Quercus Glauca Thunb - მარადმწვანე ლეგა მუხა
სამშობლო: იაპონია,კორეა ჩინეთი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნ. კურდღელიას გადმოცემით 1943-44 წლებში დაუთესიათ, ამჟამად I სექტორის N20 თარგში იზრდება ყველაზე დიდი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით აღწევს 45 მეტრამდე დიამეტრით 60 სმ. ვარჯის პროექცია 17X9 მ. ჯანსაღი გარეგნობა აქვს, უხვად ინვითარებს თვითნათესს. ყვავის აპრილის II დეკადიდან III დეკადის ბოლომდე. ყლორტიხ ზრდა იწყება აპრილის პირველ რიცხვებში და მთავრდება მაისის I დეკადაში,
ნელ მზარდ მცენარედ ითვლება, ჩრდილის ამტანია. დაუზიანებლად იტანს დაბალ ტემპერატურებს -12 -13 გრადუსამდე. კარგი ზრდით ხასიათდება ნოყიერ დრენირებულ ნიადაგებზე. ცუდად იზრდება თხელ, მშრალ ნიადაგებზე,
დეკორატიულია. ძირითადად გამოიყენება სოლიტრად და ჯგუფური ნარგავების სახით.