სამშობლო კავკასია
ფოთოლმცვენი, საკმაოდ მოზრდილ ხეა, რომელიც 20-25 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, იშვიათ შემთხვევებში კი 40 მეტრამდე შეიძლება მიაღწიოს.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება III სექტორის N2 თარგში, რომელიც სიმაღლით აღწევს 18 მეტრამდე და დიამეტრში 60 სმ-მდე. აქვს ტყავისებური, უკუკვერცხისებრი ქვემოდან უფრო მკრთალი და შიშველი ან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი ფოთლები, ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია მწვანეა, რომელიც ცნობილია ძალიან მოკლე სანაყოფე ყუნწებით. 1-2 ან რამდენიმე რკო ერთადაა შეკრებილი.
აქვს მაგარი მერქანი. იყენებენ სამშენებლო მასალად. საავეჯო მრეწველობაში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს
დეკორატიულია. გამოყენებულია მშრალი ადგილების გასამწვანებლად, ჯგუფებად და ერთეულებად.