ჭაობის ანუ ორზოლიანი ტაქსოდიუმი

გავრცელებულია  ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ  ნაწილში (ლუიზიანა, ტეხასი, არკანზასი, კაროლინა, მერილანდი და ფლორიდა) სადაც იზრდება ჭაობებსა და მდინარის ნაპირებე. აღწევს 50 მეტრამდე სიმაღლეს. 3-4 მეტრამდე  დიამეტრს და ცოცხლობს ათას წელს.

 ჭაობის  ანუ ორზოლიანი ტაქსოდიუმი დაჭაობებულ ადგილებში ინვითარებს საჰაერო ფესვებს, რის მეშვეობითაც ფესვებს არ ესპობა სუნთქვის საშუალება და მცენარეს ჭაობში თავისუფალი ზრდის უნარი.

  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს ჭაობის  ტაქსოდიუმის 60 წლამდე ხნოვანების 1 ეგზემპლარი, რომელიც მაშინ ერთადერთს წარმოადგენდა. აღწევდა სიმაღლეში 18 მეტრს და დიამეტრში 60სმ. ამჟამად ეს ხე ადგილზე არ არის. მისი დაღუპვის მიზეზი გაურკვეველია.

 დღეისათვის   III სექტორის N4 თარგში  იზრდება 25 მეტრამდე სიმაღლის, რომლის დიამეტრი არის 50 სმ. კარგად გამოიყურება, სუსტად თესლნაყოფიერობენ. თვითნათესი შემჩნეული არ არის.

  ჭაობის ტაქსოდიუმი სინათლის მოყვარულია, იტანს ხანმოკლე დაბალ ტემპერატურას-30 გრადუსამდე.

    მერქანი მეტად გამძლე აქვს, კარგად უძლებს ტენს, ძვირფასი დეკორატიული ღირსებების გამო კარგია როგორც ერთეული, ისე ჯგუფური ნარგავების შესაქმნელად და ლამაზი ხეივნების გასაშენებლად.