ოჯახი Magnoliaceae J.S.T.Hil- მაგნოლიასებრნი
გვარი Magnolia L.-მაგნოლია
სახეობა Magnolia soulangiana Soul.Bod-სულანჟის მაგნოლია
შიშველი მაგნოლიისა და შროშანაყვავილა მაგნოლიის ჰიბრიდია. გვხვდება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთოლმცვენი დაბალი ტანის ხე ან დიდი ბუჩქია.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N28 თარგში 8 მეტრ სიმაღლეს აღწევს- დიამეტრით 28 სმ, ვარჯის პროექცია 11X12 მ. ყვავილობენ მაგრამ თესლს არ იძლევიან. ყვავილი საკმაოდ დიდი ძირითადად წითელი ან მოწითალო- ვარდისფერი,სურნელობას მოკლებულია, იშლება ფოთლების გაშლასთან ერთად, თუმცა ხეზე ზაფხულის პერიოდშიც გვხვდება ზოგჯერ აქა-იქ გაშლილი.
საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ გვალვასაც ვერ იტანს. იძლევა ძირკვის ამონაყარს და ფესვის ნაბარტყს.
დეკორატიულია, გამოიყენება ბაღ-პარკებში ჯგუფურ ნარგავებად და სოლიტერად.