ყუნწშაქარა ჰოვენია

ოჯახი Rhamnaceae  R.BR.-ხეჭრელისებრნი

      გვარი  Howenia Thunb-კამფეტის ხე ანუ ჰოვენია

     სახეობა Hovenia dulcis Thunb-ყუნწშაქარა ჰოვენია

 სამშობლო: ჩრდილოეთ და ცენტრალური ჩინეთი, ჰიმალაი,სამხრეთ იაპონია. სამშობლოში 15-20მ სიმაღლეს და 40-50სმ დიამეტრს აღწევს.

 ფოთოლმცვენი სწორტანოვანი ხეა, ფართო, მომრგვალებული სქელი ვარჯით.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება  II სექტორის N12 თარგში, დარგულია  1945-1948 წლებში, რომელიც სიმაღლით აღწევს 25 მეტრს და  სიმსხოთი 35 სმ. ვარჯის პროექცია 7მX6მ. ხასიათდება კარგი ზრდა-განვითარებით, ყვავილობს მომწვანო-თეთრი, წვრილი, სურნელოვანი ყვავილებით მაისს-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

ყუნწშაქარა სწრაფად იზრდება, იტანს დაჩრდილვას, სითბოს მოყვარულია. ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, მაგრამ კარგად იზრდება და ვითარდება სილნარ ნიადაგებზე, ქარისაგან დაცულ მზიან ადგილებში. მრავლდება თესლით, ფესვისა და მწიფე ყლორტის კალმებით მინის ქვეშ.

 მერქანი ძვირფას მასალას იძლევა ავეჯის მრეწველობისათვის. დამწუფებისას ნაყოფის ხორციანი ყუნწი არომატული ტკბილი და გემრიელია.

 დეკორატიულია. გამოიყენება სოლიტერად. მცირე  ჯგუფურ ნარგავებად, ხეივნების გასაშენებლად.