იაპონიის თუიოპსისი

  ოჯახი Cupressaceae F.W. Nege-კვიპაროზისებრნი

  ქვეოჯახი  Thujoides Pilj-თუიასებრნი

  გვარი 1. Thujopsis Sieb .et Zucc.-თუიოპსისი

   სახეობაThujopsis dolobrata Sieb.et Zucc -იაპონიის თუიოპსისი

   სამშობლო ცენტრალური იაპონია. გავრცელებულია მთის ტყეებში ტენიან ნიადაგებზე ზღვის დონიდან 400-დან 1000-მეტრამდე.ერთბინიანი ხეა.სიმაღლით 35მ, დიამეტრით კი0,7მეტრი.

   ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N3 თარგში იზრდება ახალგაზრდა ეგზემპლარი

  ნელ მზარდია. იტანს დაჩრდილვას, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს. კარგად ხარობს ტენიან თიხნარ ნიადაგებზე. მისი დაბუჩქული ფორმა ყინვაგანძლეობით ხასიათდება.

  მრავლდება თესლით, ლამაზი დეკორატიული მცენარეა. კარგია სოლიტერად და ჯგუფურ ნარგავებში.