დიდყვავილა მაგნოლია

ოჯახი  Magnoliaceae  J.S.T.Hil- მაგნოლიასებრნი

გვარი  Magnolia L.-მაგნოლია

სახეობა Magnolia grandiflora L -დიდყვავილა მაგნოლია

  სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა. გავრცელებულია ძირითადად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სამეგრელოსა და იმერეთში.

  მარადმწვანე 30 მ.სიმაღლის ხეა მძლავრი,ფართო პირამიდული ვარჯით.აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები, ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული. მოყვითალო ალისფერი თესლი მომწიფებისას ჩამოეკიდება ბუდიდან წვრილი ძაფებით.ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება,არამედ თანდათან-მაისიდან დაწყებული შუა ოქტომბრამდე,ამიტომ ვარჯში ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე გაშლილი ყვავილი შეინიშნება.

 ამჟმად ზუგდიდის ბოტანიკურ  ბაღში II სექტორის N4 თარგში ყველაზე დიდი  ეგზემპლარი  რომლის სიმაღლე იყო 28 მეტრი და დიამეტრი145 სმ, ვარჯის პროექცია 17X23მ გახმა და იმავე თარგში დაირგო 3 ახალი ეგზემპლარი,რომლებიც სიმაღლეში აღწევენ 4 მეტრს.

 ხასიათდება სინათლისა და ტენისადმი საშუალო მომთხოვნელობით, ნიადაგს კი დიდ მოთხოვნილებას უყენებს. კარგად იზრდება ღრმა მსუყე,ზომიერად ტენიან თიხნარ ნიადაგზე. ცუდად იტანს მშრალ კირიან თიხიან და ეწერ  ნიადაგებს. სითბოს მოყვარულია, ქარგამძლეა. მერქანი რბილი, მსუბუქი და ელასტიურია. კარგია ფირფიცრების დასამზადებლად, ფოთოლი შეიცავს რუტინს, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში.

მრავლდება თესლით( თესლი მალე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ საჭიროა დაითესოს მომწიფებისთანავე. ასევე მრავლდება კალმით. მყნობით, ძირკვის ამონაყრით.

დიდყვავილა მაგნოლია მეტად დეკორატიული ღირსებებით ხასიათდება. იგი თავისი სილამაზით ერთნაირად ამშვენებს დასავლეთ საქართველოს როგორც ბაღ პარკებს ისე ქალაქის ქუჩებსა და მოსახლეობის კარმიდამოს. კარგია  პარკებში სოლიტერად, პატარა  გჯუფებად, სეივნების მოსაწყობად და პატარა მასივებად.