ევროპის წიფელი

ოჯახი  Fagaceae A.Br.--წიფლისებრნი

გვარი  Fagus L.-წიფელი

სახეობა  Fagus Silvatica L-ევროპის წიფელი

 სამშობლო-დასავლეთ  ევროპა (სადაც  უზარმაზარი ტყის მასივებს ქმნის) 30-50 მეტრამდე  სიმაღლის ხეა კვერცხისებრი განიერი ვარჯით.

  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ტიპიური ფორმა არ ყოფილა ინტროდუცირებული. I სექტორის N4 თარგში  იზრდება ერთი ეგზემპლარი    სიმაღლით 18-20 მეტრამდე  და დიამეტრში 50სმ-მდე, რომელიც ძირკვის ამონაყრისაგან არის ამოსული. მის მერქანს საუკეთესო ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს, მეტად გამძლეა წყალში. ნაყოფი (წიწიბო) მდიდარია  ცხიმით, შეიცავს ალკალოიდს ფაგინს.

   ფრიად დეკორატიულია. საჭიროა მისი ფართო მასშტაბით გავრცელება საქართველოს ბაღ-პარკებსა და ტყე-პარკებში.