ოჯახი Moraceae თუთისებრნი
გვარი Brussonetia ბრუსონეცია
სახეობა Brussonetia papyriferaქაღალდის ხე, ბრუსონეცია
სამშობლო: იაპონია კორეა. 10-15 მ სიმაღლი ხეა. გაშლილი ფართო ვარჯით, ფოთლები დიდი, კვერცხისებრი ან დანაკვთულია.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში II სექტორის N1 თარგში იზრდება ბრუსონეცია, რომელიც წარმოადგენს დაღუპული ეგზემპლარის ფესვის ნაბარტყს, იგი მდედრობითიეგზემპლარია, 40 წლის ასაკში სიმაღლეში აღწევს 10 მეტრს, დიამეტრში 45 სმ, ვარჯის პროექცია- 14X15მ. ჯანსაღი გარეგნობა აქვს, შეფოთვლას იწყებს და ამთავრებს აპრილის II და III დეკადაში. ყვავის მაისში, ნაყოფს ვერ იმწიფებს, ვინაიდან ბაღში არ არის მამრობითი ეგზემპლარი.
საკმაოდ გვალგვა გამძლე მეზოფიტია ყინვას უძლებს, ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, იზრდება სწრაფად და ადვილი გასაშენებელიცაა,2-3 წლიანი ყლორტის ქერქისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი.
დეკორატიულია, განსაკუთრებით მდედრობითი ეგზემპლარები როდესაც ვარჯი დამშვენდება ნარინჯისფერი მწიფე ნაყოფებით. გამოიყენება ბაღ-პარკებში და ქუჩების გამწვანებაში