ოჯახი -Tiliaceae -ცაცხვისებრთა
გვარი -Tilia -ცაცხვი
სახეობა -Tiliacaucasica-კავკასიური ცაცხვი
სამშობლო სამხრეთ შვეცია, დასავლეთ ევროპა. გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
I სექტორის N58 თარგში სიმაღლით აღწევს 26 მეტრს, დიამეტრით 90სმ, ვარჯის პროექცია 17მX16მ. ყვავის ივნის ივლისში. თესლი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა. აქვს ღონიერი, მიწაში ღრმად გადგმული ფესვთა სისტემა: პირველ წლებში ხასიათდება ნელი ზრდით, შემდეგ კი ზრდის ტემპი სწრაფად იზრდება. გვხვდება ნაირგვარ ნიადაგებზე, მაგრამ კარგი განვითარებისთვის საჭიროებს ჰუმუსით მდიდარ, დრენირებულ ტენიან ნიადაგებს. მეტად მშრალ და მლაშე ნიადაგებს ვერ ეგუება. იძლევა ძირკვის ამონაყარს, მრავლდება ძირითადად თესლით.
ყვავილს ოდითგანვე იყენებენ მედიცინაში, მის ზეთს პარფიუმერიაში, ფუტკარს აძლევს უხვ ღალას, განთქმული უმაღლესი ხარისხის თაფლის მისაღებად.
მერქანი რბილი, მჩატე, მკვრივი, თეთრი ფერისაა. ადვილად იპობა, მუშავდება და კარგად პრიალდება, მისგან ამზადებენ ფიცარს, ასანთს. მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კასრებს, ყუთებს, გობებს, ხის ჯამ-ჭურჭელს და სხვ.
ფრიად დეკორატიულია, ფართოდ იყენებენ ქუჩის გამწვანებაში, ბაღებსა და პარკებში დიდ სოლიტერად, ჯგუფურ ნარგაობად და ხეივნების გასაშენებლად.