ოჯახი -Hippocastaniaceae-ცხენისწაბლასებრნი
გვარი - Aesculus -ცხენისწაბლა
სახეობა - Aesculus hippocastanium -ჩვეულებრივი ცხენისწაბლა
სამშობლო ჩრდილოეთ საბერძნეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძული.
ფოთოლმცვენი 28 მ. სიმაღლის ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N10 თარგში იზრდება ფართო კვერცხისებრი ფორმის ვარჯით, დიამეტრი 89სმ.იზრდება სწრაფად. ტენიანი და ნოყიერი ნიადაგის მომთხოვნია. ფოთლები15-20სმ სიგრძის ყუნწზე სხედან. ფოთოლაკები შებრუნებულ-კვერცხისებრნი არიან, მჯდომარეები, რიცხვით 5-7. ყვავის აპრილ მაისში მოზრდილ საგველა ყვავილედში თავმოყრილი თეთრი ფერის წითლად დაწინწკლული ყვავილებით. ნაყოფები მოთავსებულია ეკლიან ბუდეში.
სამკურნალო და დეკორაციული მცენარეა.