ოჯახი Taxodiaceaeტაქსოდიასებრნი
გვარი Cryptomeria Don -კრიპტომერია
სახეობა Cryptomeria japonica Don-იაპონური კრიპტომერია
სამშობლო სამხრეთ იაპონია ჩინეთი.ერთბინიანი მაღალი ტანის ხეა.სამშობლოში სიმაღლით აღწევს 60მ, დიამეტრით-2მ და ვრცელდება ზღვის დონიდან 800მ. სიმაღლემდე. ვ..მირზაშვილის ცნობით (1934წ) იგი საქართველოში შემოტანილი უნდა იყოს გასული საუკუნის 60-იან წლებში, მასვე 1929 წელს აუწერია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლით 20 მ იყო. დიამეტრით-60 სმ-მდე, კარგად გამოიყურებოდა და თესლნაყოფიერობდა. ამ ეგზემპლარს ჩვენამდე არ მიუღწევია.
ამჟამად, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N31 თარგში კრიპტომერიის სხვადასხვა ასაკის მრავალი ეგზემპლარია, რომელნიც ხასიათდებიან სწრაფი ზრდით, ცხოველმყოფელობით, უხვი თესლმსხმოიარობით, იძლევიან საიმედო თვითნათესს, ყველაზე ხნიერი და მსხვილი ეგზემპლარი სიმაღლით არის 22 მეტრი. რომელიც დიამეტრით 85 სმ აღწევს.
მრავლდება თესლით, მყნობით, კალმით გადაწვენით და იძლევა ძირკვის ამონაყარს.
კარგი ზრდით ხასიათდება ღრმა, ტენიან კარგად დრენირებულ ქვექვიშნარებსა და თიხნარებზე.
ჭარბტენიან ან გადაჭარბებულად მშრალ ნიადაგებზე ცუდად იზრდება, ჩრდილის ამტანი და სითბოს მოყვარულია.
მეტად დეკორატიული მცენარეა. გამოიყენება ჯგუფებად და ხეივნებად.