ოჯახი Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი
გვარი Abies სოჭი
სახეობა Abies alba Mill ევროპული სოჭი
გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა II სექტორის N8 თარგში.
ევროპული სოჭი. ტანმაღალი მარადმწვანე ნელ მზარდი ჩრდილის ამტანი და ნესტის მომთხოვნი ხეა. ცოცხლობს 500-800 წლამდე.
მრავლდება თესლითა და გადაწვენით. მისი მერქანი რბილი, მჩატე და ნაკლებგამძლეა. ძირითადად იხმარება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო და სარეზონანსო მასალად.
დეკორატიულია. იყენებენ ბაღებსა და პარკებში გასამწვანებლად.