ჰიმალაის კედარი

ოჯახი  Pinaceae lindl-ფიჭვისებრნი

გვარი Cedrus mill- კედარი

სახეობა   Cedrus  deodara loudჰიმალაის კედარი

სამშობლო ჰიმალაის მთები. ხარობს ზღვის დონიდან 1050-3600 მეტრზე. გავრცელებულია ყირიმში, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდება II სექტორის N1 თარგში..19 მ სიმაღლის ხეა.დიამეტრში-80სმ. ვარჯის პროექცია 12X11მ. იზრდება ნელა და ნაკლებ ცხოველმყოფელობას იჩენს. ზომიერად ქარისადმი მდგრადი, ყინვაგამძლეა, უყვარს ფხვიერი, ღია თიხნარი, ქვიშიანი ნიადაგი.

ჰიმალაის კედარი დეკორატიულია, ძირითადად გამოიყენება ქალაქებისა და დასახლებული სოფლების გასამწვანებლად, პარკებში-სოლიტერებად, ჯგუფური ნარგავების მოსაწყობად და ხეივნების გასაშენებლად. იტანს კრეჭას