ოჯახი - Ginkgoaceae Engielim გინგკოსებრნი
გვარი - Ginkgo L გინკგო
სახეობა - Ginkgo biloba L ორნაკვთიანი გინკგო
სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთი. ცოცხლობს 2000 წლამდე. მისი სიმაღლე
გინკგოსნაირთა რიგი წარმოდგენილია ერთადერთი სახეობით ორნაკვთიანი გინგკოთი Ginkgo biloba. უძველესი წარმოშობის მცენარეა.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მათი ხნოვანება 1930 წელს ვ.მირზაშვილმა (1934) 40-50 ,წლით განსაზღვრა, ე.ი მათი ინტროდუქციის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნას1880-1890წელი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღშიI სექტორის N36და N41თარგში არის 133 წლიანი გინკგო, რომლებიც საუცხოოდ გამოიყურებიან. აქვთ ნორმალურად განვითარებული ლამაზი ვარჯი და სწორი, ახოვანი ტანი. 2022 წელს ყვავილობა დაიწყო 12 აპრილს და დამთავრდა 28 აპრილს. ნაყოფის მომწიფება დაიწყო 27 აგვისტოს და დამთავრდა 29 სექტემბერს. ხოლო ფოთოლცვენა 25სექტემბერს და დამთავრდა 5 ოქტომბერს.
ფოთოლმცვენია, რომლის სიმაღლე არის 35მ. დიამეტრი 90სმ. ვარჯის სიდიდე 10X11მ. უხვად იტოტება და ქმნის პირამიდალურ ვარჯს. ყლორტები ორგვარია: გრძელი და დამოკლებული, გრძელ ყლორტებზე ფოთლები გაფანტულად არის განლაგებული. ფოთლები ყუნწიანია მარაოსებრი ფირფიტებით. ფოთლების ბოლო ორნაკვთიანია, ღეროს ანატომიური აგებულება ემსგავსება წიწვოვანებისას. ორსახლიანი მცენარეა. ,,მამრობითი ყვავილედები“ მჭადას მსგავსია და მოთავსებულია დამოკლებული ტოტების წვერში. დატოტვილი ყუნწის წვერზე წარმოიშობა ორი თესლკვირტი.
ხასიათდებიან უხვი თესლნაყოფიერებით იძლევიან თვითნათესს, რომელიც ძირითადად გვხვდება დედა მცენარის ვარჯის ქვეშ.მათი აღმოცენება იწყება მარტის პირველ დეკადაში. თესლი დაფარულია სქელი კანით.
შეგუებულია ადგილობრივ-კლიმატურ პირობებს. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა.ნიადაგისადმი არ არის მომთხოვნი.ფრიად ყინვა და ქარგამძლე მცენარეა. დაუზიანებლად იტანს 34 გრადუს ყინვას. ხასიათდება სწრაფი ზრდით.
მრავლდება თესლით, კალმით, მყნობით. თუმცა სასურველია შემოდგომით. გაზაფხულზე კი სტრატიფიცირებული თესლით, რომელიც აღმოცენდება რამდენიმე კვირაში. კარგი დაფესვიანების პროცენტს იძლევა გამერქნიანებული ყლორტიდან აჭრილი კალამი.
გინგკოს მერქანი მეტად მსუბუქი და რბილია. გამოიყენება რბილი ავეჯის წარმოებაში, შესაფუთი ყუთების დასამზადებლად და სხვ.
გინგკო მეტად ძვირფასი დეკორატიული ხეა. მისი ორიგინალური ფორმის ფოთოლი გაზაფხულსა და ზაფხულში ღია მწვანე, შემოდგომით კი ყვითელი და მოწითალო ფერისაა. მცენარის ორნამენტულ ვარჯს მეტ სილამაზეს ანიჭებს. შეიძლება მისი ფართოდ გამოყენება პარკმშენებლობაში ჯგუფების შესაქმნელად, სოლიტერად და ხეივნის გასაშენებლად, აგრეთვე დასახლებული პუნქტების გასამწვანებლად.