ლანცეტური კუნინგამია

ოჯახი -Taxcaceae –F.W.Neger-ტაქსოდიასებრნი

გვარი -Cuninghamia R. Br.-კუნინგამია

სახეობა - Cuninghamia lanceolata Lamb. (C.Sinensis R. Br)-ლანცეტური კუნინგამია

სამშობლო: სამხრეთ და და ცენტრალური  ჩინეთი.

გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროში, კავკასიაში

თავის სამშობლოში კუნინგამია იზრდება 50 მეტრის სიმაღლემდე, ხოლო ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში III სექტორის N4 თარგში მისი სიმაღლე აღწევს 12 მეტრს, დიამეტრი 18სმ. ვარჯის პროექცია 3X2მ

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია გასული საუკუნის 40-იან წლებში. (მირზაშვილი, 1934),

მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. ერთსახლიანი. ღერო სწორი, ვარჯი პირამიდალური, ტოტები შიშველია, წიწვი ბრტყელი, მახვილისებრი, ბასრი და მჩხვლეტავი. ყლორტზე სპირალურად განლაგებული მამრობითი ყვავილები წაგრძელებული ცილინდრისებრია ფართო წამახვილებული დაბოლოებით. მდედრობითი გირჩი კვერცხის მოყვანილობისაა. გირჩი იმავე წელიწადს მწიფდება. თესლის გამოცვენის შემდეგ გირჩი ხეზე რჩება. მერქანი მჩატე, მტკიცე, არომატული, ადვილად დასამუშავებელი, ძნელად ლპობადი. მისგან ღებულობენ ეთეროვან ზეთს. მერქანი იხმარება, როგორც სამშენებლო მასალა.

შეგუებულია ადგილობრივ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებს. აქვს მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემა. უყვარს ტენიანი ჰაერი და ზომიერად ტენიანი თიხნარი ნიადაგი. თვითნათესს  იძლევა. მრავლდება ძირკვის ამონაყრით, ფესვის ნაბარტყით, გადაწვენით, შემოდგომის კალმით (გვერდითი ტოტიდან უნდა აიჭრას) და რაც მთავარია თესლით. ვინაიდან თესლი მალე კარგავს აღმოცენების უნარს-იგი უნდა დაითესოს შეგროვებისთანავე.

კარგი დეკორაციული მცენარეა წააგავს ბრაზილიურ არაუკარიას. განსაკუთრებით ლამაზია სოლიტერებად,  ბაღ-პარკებში დასარგავად.