ოჯახი Taxodiaceae-F.W. Neger- ტაქსოდიასებრნი
გვარი Seqvoia Fndl -სექვოია
სახეობა -seqvoia sempervinens Endl მარადმწვანე სექვოია
სამშობლო: ჩრ.აშშ-სანფრანცისკოს ჩრდილოეთით დასავლეთ კალიფორნიის მთები, სადაც იგი ადის ზღვის დონიდან 700მეტრზე ზევით, მისი ზრდის საუკეთესო პირობად ხეობათა დაბლობები და დაბალი მთის კალთები უნდა ჩაითვალოს.თავის სამშობლოში ზოგიერთი ეგზემპლარი გვხვდება ხუთი ათასი წლოვანების. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში II სექტორის N2 თარგში, ყველაზე ხნოვანის წლოვანება არის 144 წელი, ხოლო სიმაღლე 40 მეტრი. (მისი სიმაღლე ანცვიფრებს მნახველებს) დიამეტრი 140 სმ. ვარჯის პროექცია 11X10მ. მირზაშვილის მიხედვით (1934) ზუგდიდის პარკში 1929 წელს ყოფილა მარადმწვანე სექვოიას დაახლოებით 50 წლიანი ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კარგად თესლნაყოფიერობდა. (მისი მრავალი თესლი პართენოკარპული იყო და დღესაც ასეთივეა) ყლორტი ჯერ მტრედისფერ მომწვანოა, შემდეგ მოწითალო-ყავისფერი. მარადმწვანე, ფოთლები სპირალურად განლაგებული. ბრტყელი ყვავილები ერთსქესიანი. გირჩები კაკლის ფორმისაა, რომელიც მეორე წელს მწიფდება. იძლევა კარგ ფესვის ნაბარტყს და ძირკვის ამონაყარს.კარგად მრავლდება კალმით, თესლი ცუდი აღმოცენების უნარით ხასიათდება.უყვარს ზომიერად ტენიანი ღრმა ნოყიერი ნიადაგები და ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა. ცუდად იტანს გვალვებს. ჩრდილის ამტანი და სწრაფმზარდია, აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. დაკალმებით მიღებულია რამდენიმე ძირი მცენარე, რომელიც ხარობს ბოტანიკურ ბაღში.აქვს უმაღლესი ხარისხის ძვირფასი მერქანი.
ფრიად დეკორატიული მცენარეა. გამოიყენება დიდი ზომის პარკებში მაღალი ჯგუფებისა და ლამაზი ახოვანი ხეივნების შესაქმნელად. კარგია აგრეთვე მაღალ სოლიტერებად.