ჩვეულებრივი ურთხელი

ოჯახი -Taxcaceae ურთხლისებრნი

გვარი - Taxus ურთხელი

სახეობა - Taxus  Baccata L.ჩვეულებრივი ურთხელი

            გავრცელებულია ჩრ. ამერიკაში, ევრაზიაში, ყირიმსა და კავკასიაში.

            მარადმწვანე ხეა.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში I სექტორის N10 თარგში ხარობს ერთადერთი ძირი, რომლის სიმაღლე 8 მ-ია, დიამეტრი 42სმ. ვარჯის პროექცია 6X4მ. მისი წიწვი ზევიდან მუქი, ქვევიდან  კი მკრთალი მწვანე ფერისაა და წაწვეტიანებული. წიწვის წვერი სწორია, წვეტიანი მწვანე ფერის ეკლით. მდედრობით ყვავილში ერთი თესლკვირტი ზის. მამრობითი ყვავილი ერთეულია სფეროსებრი. თესლს მაგარი ყვავილი აკრავს. თესლი მწიფდება შემოდგომით. მრავლდება ძირკვის ამონაყრით, თესლით და კალმით, მაგრამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, არც ამონაყარი შეიმჩნევა და არც თესლით მრავლდება. ნელმზარდია. გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. მერქანი მძიმეა წითელი ფერის გულით, სიდამპლის მიმართ გამძლეა. მერქანი, წიწვი, და ქერქი შეიცავს ალკალოიდ ტაქსინს, რომელიც მომწამვლელია ადამიანისათვის.

 მერქანი გამოყენებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარის, ავეჯის და ფანერის დასამზადებლად,  რამაც ეს მცენარე მიიყვანა მასობრივ განადგურებამდე.

საქართველოს  „წითელი წიგნსა“ და საქართველ;ოს ‘წითელი ნუსხაში“  შეტანილი მცენარეეა.

 გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს

ფართოდ გამოყენებულია ბაღ-პარკებისადა გაზონების გასამწვანებლად. კარგად იტანს გასხვლა გაფორმებას.