გადმოცემის მიხედვით, თავადებისაგან შევიწროებული გლეხები, სიმართლის ძიების მიზნით მიმართავდნენ ადათობრივ ტრადიციას, რომელიც მათ უადვილებდათ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებას და საკუთარი უფლებების დაცვას. სიმართლის ქვა ერთგვარად ატარებდა სააპელაციო სასამართლოს ფუნქციას. წინასწარ დათქმულ დღეს, სიმართლის ქვასთან იკრიბებოდნენ მომჩივარი ყმა-გლეხები, რომლებიც სიმართლის ქვაზე შედგომით და ფიცის დადებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა. ეს რიტუალი სავარაუდოდ წარმართული პერიოდიდან შემორჩა ხალხის მეხსიერებაში. ქვაზე შემდგარი პიროვნება უარყოფდა რა დანაშაულს, მას კავშირი ქონდა დაკარგული მფარველ ნერჩთან - „ფუძის ანგელოზთან“, რომელიც იყო მისი მფარველი და მარტო რჩებოდა თავის სიმართლესთან. თუ დამფიცებელი ქვას სიმართლის ქვაზე დადებდა, ზედ შედგებოდა და დაიფიცებდა, ორგზის გაძლიერებული ფიცით იყო დადასტურებული მისი უდანაშაულობა.